90-იანების სტილი: ტრენდები, რომლებიც მოდაში აუცილებლად დაბრუნდება - Marao

90-იანების სტილი: ტრენდები, რომლებიც მოდაში აუცილებლად დაბრუნდება

2025-04-05 12:06:04+04:00

90-იანი წლების ტენდენცია ძლიერდება. მზად იყავით,  უფრო მეტი სიხშირით შეხვდეთ ყველაზე ნოსტალგიური პერიოდის გადმონაშთებს, თანამედროვე, დახვეწილი შტრიხების შერევით. 

  • ქალები საქართველოდან და ქალები მსოფლიოდან: როგორ იცვამენ 70 წელს გადაცილებული ქალები 

დაბალწელიანი ჯინსი

90s

დაბალწელიანი ჯინსები 90-იანი წლებიდან არის IT girl-ის კლასიკა და მათი დაბრუნება სულაც არ არის გასაკვირი. შეხედეთ ტოპებს, ბრჭყვიალა ქამრებს, წელის აქსესუარებსა და ფეხსაცმელებს, თქვენ ახლაც სიამოვნებით მოირგებდით თითოეულ მათგანს.

პლატფორმის ფეხსაცმელი

90s

  • უცხოეთში მიღებული განათლება, საკუთარი ბრენი და გამორჩეული სტილი - ანუკი არეშიძე 

ეს ფეხსაცმელი 90-იანი წლების ყველა ქალისთვის სასურველი ვარიანტი იყო. მოქნილი, მაგრამ უცნაური ძირი მქონე, ნებისმიერ ჩაცმულობას უფრო მრავალფეროვანს ხდიდა.

გამჭვირვალე კაბები 

90s

გახსოვთ ქეით მოსის 1993 წლის გამჭვირვალე კაბა? ის აუცილებლად დარჩება მოდის ისტორიაში, მაგრამ 2024 წლის ზაფხულში მსგავსი კაბების ტრენდი პიკს მიაღწევს. 

ხელოვნური ბეწვის ქურთუკები 

90s

ხელოვნური ბეწვის ქურთუკები 90-იანი წლების ყველაზე გლამურული ნაწილი იყო. დრამატული აურის შექმნით, ისინი უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდნენ მამაკაცებსა და ქალებში, რაც ფუფუნებისა და ძალაუფლების შეხებას ანიჭებდა.

Varsity ქურთუკები

90s

  • სკანდალი ნინო წილოსანის პიჯაკზე, განსხვავებული ხედვა და დიდი წარმატება: გაიცანით გიორგი ქებურია - თანამედროვე მოდის სამყაროს კიდევ ერთი გამორჩეული ქართველი დიზაინერი 

 ბომბერის მოსასხამები კვლავ დღის წესრიგშია - ისევე, როგორც 90-იან წლებში. ე.წ. კოლეჯის ქურთუკები ახლა ყველაზე პოპულარული სპორტულ სამყაროშია, თუმცა მის გარეთაც არანაკლები სიყვარულით სარგებლობს.

კორსეტები 

90s

კორსეტის პოპულარობამ პიკს  90-იან წლებში მიაღწია, როდესაც ქალებმა დაიწყეს მათი ტარება დაბალწელიან ჯინსებთან ერთად. 

ზოლები

90s

ჰორიზონტალური ზოლებისა და რამდენიმე ფერის კომბინაციისაგან შექმნილი მაისურები 90-იანებში პოპულარული ქუჩის სტილისთვის იყო. ზოლები ახლაც სახალისო საშუალებაა თქვენს გარდერობსა და ლუქში გარკვეული ფერის დასამატებლად.

თავისუფალი სტილის კოსტიუმი 

90s

ოვერსაიზ კოსტიუმები 90-იანებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. ეს ლამაზმანები იყო და ყოველთვის იქნება ტრენდების სათავეში.

ტყავის ქურთუკი

style

90-იანების სახასიათო ტყავის ქურთუკები არამყარი დგომისაა. ის, როგორც მკლავის, ასევე ტორსის ცენტრალურ ადგილებში ფართო, გაბერილი მდგომარეობითაა წარმოდგენილი და ბოლოში მანჟეტით ბოლოვდება.