"ღიმილის დედოფალი" - ლიზა ჩიჩუას ახალი კადრები დიდ მოწონებას იმსახურებს - Marao

"ღიმილის დედოფალი" - ლიზა ჩიჩუას ახალი კადრები დიდ მოწონებას იმსახურებს

2025-04-04 12:04:29+04:00

ირაკლი მაქაცარიას მეუღლე, ლიზა ჩიჩუა სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალ კადრებს უზიარებს. ლიზა, როგორც ყოველთვის, შესანიშნავად გამოიყურება და დადებით კომენტარებს იმსახურებს:

  • "ჩემსა და ლიზას შორის 17 წელია სხვაობა. ურთიერთობის წარმატება არ არის დამოკიდებული ციფრებზე" - ირაკლი მაქაცარია 

ირაკლი მაქაცარია

ირაკლი მაქაცარია ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ცნობილი ტელეშოუების აქტიური მონაწილე გახდა. მოგვიანებით ის მაყურებელმა ჟიურის ამპლუაშიც იხილა, ახლა კი სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად თოქ-შოუს უძღვება. 

ირაკლი წლების მანძილზე უკრაინაში ცხოვრობდა და საქმიანობდა, ამ ქვეყანასთან კავშირს კი დღემდე ინარჩუნებს. ირაკლი რამდენიმე ბიზნესის მფლობელია და ამ მიმართულებით მუდმივად ვითარდება. 

  • "დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო" - ლიზა ჩიჩუა იუბილარია 

ლიზა ჩიჩუა

ლიზა ჩიჩუას ვინაობას ირაკლი მაქაცარია დიდი ხნის მანძილზე მალავდა. ის საჯაროდ ამბობდა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა ვისზე, ამას საიდუმლოდ ტოვებდა. ეს ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებდა, საბოლოოდ კი, წყვილმა საჯაროდ გამოჩენა გადაწყვიტა და საყოველთაო ინტერესის ობიექტადაც იქცა. 

მალევე გაირკვა, რომ ის ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის შვილია. ლიზას ჰყავს ერთი და, მაშო და ერთი ძმა - სანდრო. 

  • "ლამაზი ოჯახი" - ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას უსაყვარლესი ოჯახური კადრები 

ლიზა მშობლების გზას აგრძელებს და თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ლიზამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ახერხებს, დედობა და სწავლა ერთმანეთს შეუთავსოს, ამაში კი მშობლები და დამხმარეც უწყობენ ხელს. 

ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა

ლიზას ირაკლიმ ხელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, სპეციალურად მოწყობილ გარემოში 2022 წლის აპრილში სთხოვა. უმშვენიერესი ლიზა, რასაკვირველია, თხოვნას დათანხმდა და წყვილის ქორწილი იმავე წლის ივლისში გაიმართა. მათ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა. ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის უამრავი ცნობილი სახე იყო, რომლებმაც ცნობილი დიზაინერების სამოსი მოირგეს.