მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: როგორც თიკა წერს, ბავშვობის ოცნება აიხდინა და კაფე გახსნა:
"მაგარი შეგრძნებაა, როცა ბავშვობის ოცნებას იხდენ, რაღაცნაირად საკუთარი თავით კმაყოფილი და ამაყი ვარ... კიდევ უფრო ის მომწონს, რომ ახალ სფეროში ვცდი საკუთარ თავს... ხანდახან სიმღერა მენატრება... მაგრამ იმხელა სიამოვნებას ვიღებ ამ საქმეში, რომ მინეიტრალდება მონატრება ... ძალიან ძალიან დიდი შრომა სჭირდება თურმე ამ საქმიანობას და დღეს უკვე ასმაგად ვაფასებ თითოეულ პატარა კაფეს და პატარა და დიდ ბიზნესებს. მიხარია, რომ უამრავი უცნობი ადამიანი მოდის ჩემი გემრიელობების გასასინჯად. ბევრი მხარს მიჭერს მამხნევებს და დიდი მადლობა ყველას. ჯერ კიდევ ცოტა დაბნეული ვარ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ჩავწვდი ამ სფეროს თუმცა ყველაფერი წინ არის..." - წერს თიკა.




თიკა ჯამბურია
მომღერალ თიკა ჯამბურიას საქართველოში ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობენ, იმ დროს მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და თიკა პოპულარული შოუების სასურველი სტუმარია დღესაც. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი "ცისარტყელები". , 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი "ჯეირანი", რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.
თიკა ჯამბურია იუბილარი - მომღერლის ახალი წამოწყება და ახდენილი ოცნება
თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს. ბავშვობაში ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა.
2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დღეს თიკაც და ბექაც ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, აქვთ მეგობრული ურთიერთობა და შვილის აღზრდაში ორივე ჩართულია.
თიკას პირად ცხოვრებაში სიახლეა - მომღერალი შეყვარებულია, თუმცა რჩეულის შესახებ საუბარი არ სურს - მასთან ერთად გადაღებულ კადრებს პერიოდულად აქვეყნებს და გულშემატკივრებისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს.