წყვილები ჩვენ გარშემო ერთგული და ნამდვილი სიყვარულით - Marao

წყვილები ჩვენ გარშემო ერთგული და ნამდვილი სიყვარულით

2025-04-07 15:32:07+04:00

ვარსკვლავური წყვილების მიმართ საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდი იყო. ფანები მათ ყოველ გამოჩენას განიხილავენ. დღეს კი მოგიყვებით იმ წყვილებზე, რომელთა სიყვარულმა უამრავ ჭორს გაუძლო და დღესაც ბედნიერად ცხოვრობენ:

  • ნინო ცქიტიშვილი MM6 Maison Margiela-ს Fall 25-ის ჩვენებაზე გამოჩნდა 

David and Victoria Beckham

david

  • სამი ქორწინება, არატრადიციული რომანი და სკანდალები: მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალის განვლილი გზა 

1997 წლის საქველმოქმედო მატჩზე საბედისწერო შეხვედრის შემდეგ, Manchester United-ის იმდროინდელი ფეხბურთელი და Spice Girl-ის წევრი მსოფლიოს უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში გამუდმებით ხვდებოდნენ.

1997 წლის 4 მარტს წყვილმა საზოგადოებას პირველი შვილის დაბადება ამცნო. მათ ვაჟიშვილს ბრუკლინი დაარქვეს, რადგან სწორედ ნიუ-იორკის დასახლებაში ყოფნის დროს შეიტყვეს, რომ პირველ შვილს ელოდებოდნენ. „იყო დაქორწინებული ამდენი ხნის განმავლობაში, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, რადგან ქორწინება ხშირად წლების გასვლის შემდეგ უფრო და უფრო რთულდება“, − განაცხადა დევიდმა ავსტრალიის სატელევიზიო შოუ The Sunday Project-ში საუბრისას. 1998 წლის იანვარში ყოფილმა ფეხბურთელმა ვიქტორიას ხელი სთხოვა, წყვილი კი 1999 წლის 4 ივლისს ირლანდიაში, Luttrellstown Castle-ში დაქორწინდა.

Sarah Jessica Parker & Matthew Broderick

parker

  • გამორჩეული როლები თეატრსა და კინოში, ცნობილი ოჯახი და ბრწყინვალე კარიერა - ნატა მურვანიძის პორტრეტი 

სარას რჩეული ცნობილი ამერიკელი მსახიობი მეთიუ ბროდერიკია. წყვილმა 1997 წლის 19 მაისს იქორწინა. 

პარკერს და ბროდერიკს ჰყავთ 1 ვაჟი და ტყუპი გოგონები.

Denzel & Pauletta Washington

denze

თავდაუზოგავი შრომა, რწმენა და ოჯახური ღირებულებები დენზელის წარმატების უმთავრესი ელემენტებია. ის ხშირად აღნიშნავს, რომ მეუღლე პაულეტა მისი ცხოვრების ბურჯია, ხოლო შვილების წარმატება მის ყველაზე დიდ მიღწევად მიაჩნია.

Michelle Pfeiffer & David E. Kelley

michelle

 წყვი­ლი 1993 წელს და­ქორ­წინ­და და დღემ­დე ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობს. ქორ­წი­ნე­ბი­დან 9 თვის შემ­დეგ მათ ვაჟი შე­ე­ძი­ნათ.

მი­შე­ლის­თვის ოჯა­ხი ყო­ველ­თვის პირ­ველ ად­გილ­ზეა. მსა­ხი­ო­ბი პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის შანსზე უარს ხში­რად ამ­ბობს, რად­გან ქმარ­თან და შვი­ლებ­თან გან­შო­რე­ბა უჭირს.

Grigol Vashadze & Nina Ananiashvili

vashadze

ნინო ანანიაშვილი დიპლომატ გრიგოლ ვაშაძეზეა დაქორწინებული. ვაშაძე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2008-2012 წლებში. 1990 წლიდან 2008 წლამდე ვაშაძე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ კომპანიებს: „Georgia Arts Management“ და „Gregory Vashadze and BR“. 2008 წლიდან ისევ დაუბრუნდა სახელმწიფო სამსახურს. 

Lika kvaratskhelia & Murtaz Shelia

"რო­გორ გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­უღ­ლე? - მკი­თხეს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. აქ მოვ­ყვე­ბი: იყო ასე­თი მა­ღა­ზია "ჩი­რაღ­და­ნი“, სა­დაც ოპ­ტი­კუ­რი სათ­ვა­ლე­ე­ბი იყი­დე­ბო­და. ერთ დღეს დე­დას­თან ერ­თად შე­ვი­სე­ირ­ნე სათ­ვა­ლის შე­სა­ძე­ნად. ამ დროს, იქვე 27 წლის სპორ­ტსმე­ნიც და­სე­ირ­ნობ­და, რო­მელ­მაც შე­მამ­ჩნია და შო­რი­დან მო­ვე­წო­ნე. თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად იყო, სა­ნაკ­რე­ბო პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე. გა­ზე­თე­ბის კი­თხვა უყ­ვარ­და, ახ­ლაც უყ­ვარს. მოკ­ლედ, მე­ო­რე დი­ლას გა­ზე­თი "მე­რი­დი­ა­ნი“ რომ შე­ი­ძი­ნა, გა­და­შა­ლა, ჩემი დიდი ინ­ტერ­ვიუ შეხ­ვდა (1995 წელი იყო ალ­ბათ), სა­დაც დე­ტა­ლუ­რად ეწე­რა, ვინ ვარ, რამ­დე­ნი წლის ვარ, მგო­ნი, მი­სა­მარ­თიც კი ეწე­რა. ცხა­დია, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­პო­ვა და გა­მეც­ნო.1997 წელს კი დავ­ქორ­წინ­დით" - იხსენებდა ლიკა.

Tako chkheidze

tako

თა­კომ ოჯა­ხი თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის დროს შექ­მნა და გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და. თაკო ჩხეიძე და რუსლან აბაშიძე 1998 წელს დაქორწინდნენ, როდესაც თაკო 17 წლის იყო. მათ სამი ვაჟი ჰყავთ: სერგი, სანდრო და დათუნა.

Tea darchia

darchia

თეა დარჩია  გუჯა მათიაშვილზეა დაქორწინებული. მათ ოთხი შვილი: მარიამი, მირიანი, იოანა და გაბრიელი ჰყავთ. მარიამმა დედის გზა აირჩია და თავადაც "სუხიშვილების" მოცეკვავეა. მან გასულ წელს დავით თოფურიაზე იქორწინა, ახლა კი პირველი შვილის მოლოდინშია. მირიანიც დაქორწინებულია. მისი რჩეული უმშვენიერესი ელენე ბარამიძეა. რაც შეეხება იოანას, ის დედის სტუდიაში "თედასში" ცეკვავას და თავადაც მოცეკვავეობა სურს. უმცროსი, გაბრიელი, ჯერ სკოლის მოსწავლეა. 

Salome gviniashvili

salome

სალომეს მეორე ქმარი ცნობილი ფეხბურთელი, ზურა ხიზანიშვილია. მოდელი 21 წლის იყო, როდესაც ზურა გაიცნო. წყვილს ორი შვილი, ნიტა და ტასუნა ჰყავს..

"ზურა მარ­თლა შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­მაა და ალ­ბათ, ბევ­რად უკე­თე­სი მშო­ბე­ლი, ვიდ­რე მე. გა­მო­რი­ცხუ­ლია, რა­ი­მე მი­ზე­ზით ყუ­რა­დღე­ბა მო­აკ­ლოს შვი­ლებს ან რა­ი­მე გა­მორ­ჩეს მათი ცხოვ­რე­ბი­დან. ბავ­შვებ­საც მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ მა­მას­თან.“ - ამ­ბობ­და ჟურ­ნალ Ok-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი. 

Nina tskitishvili 

nina

ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის,  ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.