ამერიკის 5 ყველაზე მდიდარი ქალის ამბავი: როგორ შექმნეს დამღლელი ყოველდღიურობიდან საოცნებო ცხოვრება - Marao

ამერიკის 5 ყველაზე მდიდარი ქალის ამბავი: როგორ შექმნეს დამღლელი ყოველდღიურობიდან საოცნებო ცხოვრება

2025-04-07 17:18:00+04:00

მსოფლიოში მდიდარი ქალების რიცხვი, ფაქტობრივად, ყოველწლიურად იზრდება. არიან ისეთები, რომლებმაც წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწიეს და დიდებული მემკვიდრეობა შექმნეს:

დაიან ჰენდრიქსი - 21,9 მილიარდი დოლარი

rich

  • ნიკოლ კიდმანი, ბიონსე და სხვები... ცნობილი ქალები, რომლებიც თამამად საუბრობენ მუცლის მოშლასთან დაკავშირებით 

ჰენდრიქსი აშშ-ში, ფერმერის ოჯახში დაიბადა. 1982 წელს მეუღლესთან ერთად დააარსა კომპანია: ABC Supply, რომელიც შენობების გადახურვას, საპირფარეშოების მოწყობასა და სხვა სახის სამუშაოების ჩატარებას უზრუნველყფდა.

კომპანიას აქვს 900-ზე მეტი ფილიალი. 2023 წელს საერთო შემოსავალმა 20,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ჯუდი ფოლკნერი - 7,6 მილიარდი დოლარი

judy

ფოლკნერმა  ჯანდაცვის პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერ  Epic Systems დაარსა. Epic მხარს უჭერს 250 მილიონზე მეტი პაციენტის სამედიცინო ჩანაწერებს და გამოიყენება ტოპ სამედიცინო ცენტრების მიერ, როგორიცაა ჯონ ჰოპკინსი და მაიოს კლინიკა.

2015 წელს ფილკნერმა თავისი აქტივების 99% კერძო საქველმოქმედო ფონდს გადასცა.

  • „არ ვიცი, რატომ სჭირდებათ ქალებს შვილების გაჩენა იმისთვის, რომ თავი სრულყოფილ ადამიანებად აღიქვან“- ცნობილი ვარსკვლავები, რომლებმაც შვილის გაჩენაზე უარი თქვეს 

ფრანსუაზა ბეტენკურტ მეიერსი - 96.5 მილიარდი დოლარი

meyers

  • როგორ იქცა ღარიბი გოგონა მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად - ოპრა უინფრის სევდიანი, მაგრამ შთამაგონებელი წარმატების ისტორია 

 მაიერსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი ოფიციალურად 2017 წელს გახდა. მას მემკვიდრეობით ერგო სილამაზის გლობალური კორპორაცია L'Oréal. იგი კომპანიის დამფუძნებლის ეჟენ შულლეს შვილიშვილია.

კომპანიაში, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს პარიზში, დასაქმებულია დაახლოებით 87 400 თანამშრომელი. 2023 წელს, L'Oréal-ის შემოსავალმა 40.2 მილიარდ დოლარს მიაღწია.

მაკკენზი სკოტი - 35.6 მილიარდი დოლარი

scott

სკოტი Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფრი  ბეზოსის ყოფილი ცოლია. 2019 წელს მაკენზი ოფიციალურად გაშორდა ქმარს, რომელმაც განქორწინების პროცესის შედეგად დაუტოვა თავისი კუთვნილი Amazon-ის აქციების 25% (ამაზონის მთლიანი აქციების 4%), რომელიც იმ დროს შეადგენდა 35,6 მილიარდ დოლარს. 

Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, მაკენზი სკოტი ასევე გახლავთ  მე-13 უმდიდრესი ადამიანი მსოფლიოში.

ოპრა უინფრი - 3 მილიარდი დოლარი

oprah

ოპრა უინფრი 1954 წლის 29 იანვარს მისისიპიში, ახალგაზრდა მშობლების ოჯახში დაიბადა. მამამ ბავშვი მალევე მიატოვა, დედას კი, რომელიც მაშინ 18 წლის იყო, სამუშაოს საძებნელად სხვა ქალაქში წასვლა და პატარა ოპრას ბებიისთვის დატოვება მოუწია.

16 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ სილამაზის კონკურსში და გაიმარჯვა კიდეც. ხოლო როცა რადიოსადგურში პრიზის მისაღებად მივიდა, იქ მომუშავეებმა შესთავაზეს, ხომ არ სურდა რადიოში საკუთარი ხმის მოსმენა.

მისმა საუბრის მანერამ რადიოში დიდი მოწონება დაიმსახურა და 16 წლის ოპრა ახალი ამბების წამყვანი გახდა. სწორედ აქედან იწყება მისი წარმატების გზა.

რამდენიმე წლის შემდეგ, იგი ბალტიმორში გადავიდა საცხოვრებლად, რათა ტელევიზიაში დილის ახალი ამბების რეპორტიორი გამხდარიყო. ამ დროისთვის, ყოველთვიურად 22 000 დოლარს იღებდა.

7 წლის შემდეგ ოპრამ ახალ სატელევიზიო სამაუწყებლო ტელევიზიაში გააგრძელა მუშაობა. სანამ კომპანიას შეუერთდებოდა, თოქ-შოუ რეიტინგებში მუდმივად ბოლო ადგილზე იყო. ის ეთერში ნახევარი საათის განმავლობაში გადიოდა და ძირითადად ქალთა ტრადიციულ საკითხებზე იყო ფოკუსირებული. ოპრამ თოქშოუს აქცენტი მალევე შეცვალა და მის მთავარ განხილვის საგნად მიმდინარე საკამათო საკითხები აქცია.