8 ეთერზეთი სახისთვის! როგორ გავიქროთ ნაოჭები სახლის პირობებში - Marao

8 ეთერზეთი სახისთვის! როგორ გავიქროთ ნაოჭები სახლის პირობებში

2025-04-08 16:21:06+04:00

ასაკთან ერთად კანი კარგავს ელასტიურობას, ჩნდება ნაოჭები... ქალების უმეტესობა უპირატესობას ბუნებრივ პროდუქტებს ანიჭებს. ახალგაზრდული კანის შესანარჩუნებლად არსებობს სხვადასხვა ეთერზეთი, რომელსაც აქვს გამაახალგაზრდავებელი, ანტიოქსიდანტური მოქმედება, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და აღადგენს ბზინვარებას და ელასტიურობას.

ზეთის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ თქვენი კანის ტიპი. 

saxis_zeti

ყველაზე ეფექტური ეთერზეთები

საკმეველი    

აქვს მდიდარი ბიოქიმიური შემადგენლობა. ასევე სასარგებლო გავლენა სხეულის ყველა სისტემაზე, მათ შორის კანზე. აცილებს პიგმენტურ ლაქებს, აუმჯობესებს ტონუსს და ელასტიურობას, მატებს ბზინვარებას. იცავს კანს ბაქტერიებისგან. 

ვარდი    

დაბერების საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო ზეთი. ანელებს დაბერების პროცესს, ათანაბრებს სახის ფერს და ხდის კანს რბილს და ხავერდოვანს. ვარდი ეფექტურად ანეიტრალებს წვრილ ნაოჭებს, ნაწიბურებს და კვალს. წაისვით დილით გაწმენდილ კანზე, ნატურალურ კრემთან ან ზეთთან შერევის შემდეგ. 

  • მენსტრუალური ციკლის ფაზები - რას უნდა ველოდოთ თითოეული მათგანისგან 

ლავანდა    

 აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ატენიანებს და კვებავს კანს, აქრობს ნაოჭებს. ებრძვის შეშუპებას, სიმშრალეს და სიწითლეს. რეკომენდებულია დილა-საღამოს გამოსაყენებლად. წაისვით რამდენიმე წვეთი პრობლემურ ადგილებში. კარგია მზეზე ხანგრძლივი ზემოქმედების შემდეგ გამოსაყენებლად.

  • დერმატოლოგის 5 რჩევა: მზიან სეზონზე კანის მოვლის მთავარი წესები 

kanis_movla

ნეროლი    

ზეთი ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას და ზრდის კანის ტურგორს, ხსნის გაღიზიანებას, არბილებს ნაოჭებს და აუმჯობესებს სახის ფერს. ხელს უწყობს როზაცეას შემცირებას. ასევე ეფექტურია სტრიების წინააღმდეგ. წაისვით დღის ნებისმიერ დროს.

  • "3 დღეში დაიკლებთ წონაში! შეგიძლიათ მთელი დღე ამ კოქტეილზე იყოთ" - ლაშა უჩავას რეცეპტი წონის სწრაფად კლებისთვის 

პაჩული

მას აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები, ხელს უშლის ფოტოდაბერებას.  ამკვრივებს და ატენიანებს კანს, ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას. 

გერანიუმი    

ასუფთავებს კანს ტოქსინებისგან, აღადგენს კანის იმუნურ სისტემას და ასტიმულირებს უჯრედების განახლებას. გერანიუმის ზეთს აქვს შემკვრელი თვისება: კანი იჭიმება და წვრილი ნაოჭები გლუვდება. შეგიძლიათ მოამზადოთ სახის ნიღაბი ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების საწინააღმდეგოდ. ამისათვის შეურიეთ 2-3 წვეთი გერანიუმის ზეთი ორ სუფრის კოვზ უცხიმო კრემს. აურიეთ და წაისვით სახეზე 20-30 წუთის განმავლობაში.  

zeti

ჟასმინი    

ააქტიურებს მეტაბოლურ პროცესებს და შლის ტოქსინებს. აღადგენს კანის სტრუქტურას, სიმტკიცეს და ელასტიურობას. 

გვირილა    

აძლიერებს ლიპიდურ ფენას და ხელს უწყობს უჯრედების შიგნით ტენის შენარჩუნებას. აქვს დამამშვიდებელი თვისებები - ამშვიდებს სახის კუნთებს და ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას. წაისვით სახეზე და მკერდზე ძილის წინ. გვირილის ეთერზეთი არა მხოლოდ გაახალგაზრდავებთ, არამედ მოგიხსნით სტრესს და დაგეხმარებათ სწრაფად დაძინებაში.