ინტერნეტის მომხმარებლები ხშირად კამათობენ იმაზე, თუ ვის ჰგავს შაილო ჯოლი პიტი. ერთ დროს ის მამის ასლი იყო, ახლა კი სულ უფრო ემსგავსება დედას.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის უფროსი ქალიშვილი 18 წლისაა.
პაპარაცებმა შაილო ცეკვის სტუდიასთან გადაიღეს. გოგონა მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და რაღაცაზე მხიარულად საუბრობდა. ამჯერად საზოგადოების ყურადღება შაილოს ვარცხნილობამ მიიქცია.


შაილო ჯოლი-პიტი
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი წყვილი იყო. მათი შვილების შესახებ საზოგადოების ინტერესი დღემდე არ ნელდება. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას კი ქალიშვილი შაილო იმსახურებს. ცეკვისა და კინოს სიყვარულიდან დაწყებული, საერთაშორისო ჰუმანიტარული მოგზაურობით დამთავრებული - გაიგეთ ყველაფერი, რაც ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილის შესახებ უნდა იცოდეთ.
შაილო ჯოლი-პიტი 2006 წლის 27 მაისს, სვაკოპმუნდში, ნამიბიაში, დაიბადა. ადგილობრივმა გუბერნატორმა სამუელ ნუუიომა მის დაბადებას „ჩვენი ქვეყნის პატივი“ უწოდა და დასძინა, რომ ბავშვის დაბადებას აფრიკის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. მინისტრის მოადგილემ ლეონ ჯოოსტემ კი განაცხადა, რომ ახალშობილს ნამიბიის მოქალაქეობას მიანიჭებდნენ.
2008 წელს კი მამასთან ერთად გამოჩნდა ფილმში „ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავი“. როგორც ცნობილია, ანჯელინა შაილოს სამსახიობო კარიერის წინააღმდეგი არ არის.
„მე და ბრედმა გადავწყვიტეთ, რომ შვილების პროფესიულ გადაწყვეტილებებში არ ჩავერიოთ. მაგრამ მე ნამდვილად მირჩევნია, რომ სხვა რამე გააკეთონ“, - ამბობდა ანჯელინა ერთ-ერთ ინტერვიუში.
შაილოსთვის უცხო არც წითელ ხალიჩაზე გამოჩენაა. 2021 წელს Eternals-ის პრემიერას ის დედასთან ერთად დაესწრო. გოგონას Dior-ის შავ-თეთრი კაბა ეცვა. პრემიერაზე გამოჩენამდე შაილოს ჩაცმის სტილი ხშირად ხდებოდა კრიტიკის საგანი. ამაზე ანჯელინა ჯოლის არაერთ ინტერვიუში უსაუბრია და აღუნიშნავს, რომ შვილის არჩევანს ყოველთვის მხარს დაუჭერს.
„არასოდეს ვიქნებოდი ისეთი მშობელი, რომელიც შვილს საკუთარ აზრებს მოახვევს თავს, - თქვა მან. - ბავშვებს უნდა მიეცეთ საშუალება, გამოხატონ საკუთარი თავი ისე, როგორც უნდათ, რადგან ეს მათი ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილია“.
თავად შაილო საკუთარ თავზე საჯაროდ არასდროს არ საუბრობს. თუმცა, ბევრმა იცის, რომ ცეკვით არის გატაცებული და ლოს-ანჯელესში, ელიტარულ ცეკვის სტუდიაში სწავლობს.