9 აპრილს ტრაგიკული მოვლენების დროს ადგილზე დაიღუპა 16 ადამიანი, ხოლო მიღებული ტრავმის შედეგად 11 აპრილს საავადმყოფოში კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. 13 აპრილს გარდაიცვალა 1 ადამიანი, ხოლო 17 აპრილს — 1 ადამიანი. 9 აპრილის ტრაგედიის 21-ე მსხვერპლი — ვენერა მეტრეველი, რომელიც მუშაობდა თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში ექთნად, 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე მივიდა გაზით მოწამლული ხალხის დასახმარებლად და თავადაც გაზით მოიწამლა. გარდაიცვალა 12 მაისს, საავადმყოფოში.
1989 წლის 9 აპრილი დიდ ტრაგედიისა და ამასთან ერთად დიდი გამარჯვების დღეა. ამ დღეს საზოგადოებრივი ერთიანობის შეგრძნება ყველაზე მეტად იგრძნობოდა.
- ადამია აზა, 22 წლის; ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის; ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის; გიორგაძე ნატო, 23 წლის; დოლიძე თამუნა, 28 წლის; ენუქიძე თინა, 70 წლის; თოიძე ნინო, 25 წლის; კიკვიძე ზაირა, 61 წლის; ლოლაძე მანანა, 33 წლის; მამულიშვილი თამარი, 50 წლის; მეტრეველი ვენერა; ნოზაძე მამუკა, 22 წლის; სამარგულიანი ნანა, 41 წლის; ქვასროლიაშვილი შალვა; ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის; ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის; ჭოველიძე თამარი, 16 წლის; ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის; ჯინჭარაძე მზია, 43 წლის; მელქაძე მანანა 23 წლის; ქარსელაძე გია, 25 წლის.
ვენერა მეტრეველი - 45 წლის

9 აპრილის ღამეს რუსთაველზე მივიდა გაზით მოწამლული ხალხის დასახმარებლად და თავადაც გაზით მოიწამლა. ვენერა მეტრეველი, 12 მაისს გარდაიცვალა საავადმყოფოში. დაკრძალულია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში.
ეკა ბეჟანიშვილი - 15 წლის

1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. ეკა ბეჟანიშვილი 9 აპრილის ტრაგედიის ყველაზე პატარა მსხვერპლია. დაკრძალეს 15 აპრილს თბილისის ზღვის სასაფლაოზე.
ნინო თოიძე - 22 წლის

1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. არსებული ინფორმაციით, იგი თითქმის ტოვებდა რუსთაველის გამზირს, რა დროსაც დაინახა, რომ მისი მეგობარი აზა ადამია რუსმა სამხედროებმა წააქციეს და ნიჩაბს ურტყამდნენ, მის დასახმარებლად გაიქცა და მასაც ჩაარტყეს თავში ნიჩაბი. დაკრძალეს 15 აპრილს, სოფელ ლიხაურში.
თამუნა დოლიძე - 28 წლის

1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალეს 15 აპრილს, თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
თამარ ჭოველიძე - 16 წლის

1989 წლის 9 აპრილს (მაშინ ის იყო მე-10 კლასის მოსწავლე) ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალულია თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიაში.