"ყველას ვეუბნები, რომ სანამ თავად არ მოინდომებ და არ შეიგნებ, რომ ნივთიერება ზიანს გაყენებს, მანამდე არაფერი არ გამოვა" - თიკო სადუნიშვილი - Marao

"ყველას ვეუბნები, რომ სანამ თავად არ მოინდომებ და არ შეიგნებ, რომ ნივთიერება ზიანს გაყენებს, მანამდე არაფერი არ გამოვა" - თიკო სადუნიშვილი

2025-04-09 15:26:30+04:00

თიკო სადუნიშვილი "მარტოობის 15 წუთის სტუმარი", სადაც დეპრესიასა და დამოკიდებულებაზე საუბრობს:

ვინ ხარ მაშინ, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები?

ბევრი ვინმე ვარ... ადამიანი, რომელიც, შიშის მიუხედავად, სულ ცდილობს განვითარდეს.

კამერის წინ დგომა ყოველთვისაა შენი ინტერესი?

ტელევიზიიდან ბევრჯერ წამოვსულვარ და შემდეგ უკან დავბრუნებულვარ. 

ყველაზე მძიმე დეპრესია:

ორი მძიმე დეპრესია მქონია. პირველად 21 წლის ვიყავი, მერე-33-ის. მძიმე პერიოდი იყო. სუიციდური ფიქრები მქონდა.

დამოკიდებულებას როგორ დააღწიე თავი?

ყველას ვეუბნები, რომ სანამ თავად არ მოინდომებ და არ შეიგნებ, რომ ნივთიერება ზიანს გაყენებს, მანამდე არაფერი გამოვა. 

sadunishvili

აღსანიშნავია, რომ თიკო სადუნიშვილს ნარკოდამოკიდებულებაზე ადრეც არაერთ ინტერვიუში უსაუბრია:

  • "ერთხელ გავიღვიძე და ვერ ვცნობდი ადგილს და საკუთარ სხეულს... გაუცხოება დამემართა, მეგონა, მოვკვდი" - რას ჰყვება თიკო სადუნიშვილი ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაზე 

თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი:

 "მო­ვიხ­მარ­დი მე­დი­კა­მენ­ტებს, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტებს, ალ­კოჰოლს, სტი­მუ­ლა­ტო­რებს, ე.წ. კლუ­ბურ ნარ­კო­ტი­კებს. მა­რი­ხუ­ა­ნას და თამ­ბა­ქოს, ამა­საც და­ვა­სა­ხე­ლებ, რად­გან ბოლო სამი თვეა ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გა­ნაც გავ­თა­ვი­სუფ­ლდი.

 2 წლი­სა და 8 თვის წინ მივ­ხვდი, რომ რა­ღაც უნდა შე­მეც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბა­ში. აპ­ლი­კა­ცია მაქვს, სა­დაც სუფ­თა დღე­ებს ვით­ვლი, თით­ქოს ახალ და­ბა­დე­ბას ჰგავს... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სულ მახ­სოვ­დეს და არ და­ვი­ვი­წყო. მახ­სოვ­დეს ისე, რო­გორც ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ანთი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი ახ­სოვთ. თვე­ში ერთხელ ან მძი­მე მო­მენ­ტებ­ში, როცა სტრე­სუ­ლი დღე­ე­ბი მაქვს, ჩავ­ხე­დავ ხოლ­მე ამ აპ­ლი­კა­ცი­ას და ვიხ­სე­ნებ, არ მინ­და და­მა­ვი­წყდეს... იგი­ვე ცხოვ­რე­ბას არ უნდა და­ვუბ­რუნ­დე.

  • „დამოკიდებული ვიყავი ნარკოტიკზე, სიბნელეში ვცხოვრობდი, აბსოლუტურ სულიერ სიცარიელეს განვიცდიდი... ჩემმა შვილმა ამის შესახებ იცოდა“ - თიკო სადუნიშვილის გულწრფელი ინტერვიუ 

რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს იმას, რა­ტო­მაც ცვლი­ლე­ბე­ბი და­ვი­წყე. ერთი ის, რომ ნათ­ლად და­ვი­ნა­ხე, რომ თით­ქოს ჩემი ცხოვ­რე­ბა ლუქ­ში ყოფ­ნას და­ემ­სგავ­სა, ნათ­ლად ვხე­დავ­დი, რომ ჩემი მო­მა­ვა­ლი ჩემი წარ­სუ­ლი იყო - ერ­თფე­როვ­ნე­ბა და აუ­ტან­ლო­ბა. და­მე­წყო შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბა, პა­ნი­კუ­რი ში­შე­ბი.

თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს, თუ რა­ტომ მო­იხ­მა­რენ ადა­მი­ა­ნე­ბი ნარ­კო­ტიკს და მეც რა­ტომ მო­ვიხ­მარ­დი. ერ­თგვა­რი გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლია. სტე­რე­ო­ტი­პე­ბით და ტა­ბუ­ე­ბით სავ­სე ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ. ჩემი ის­ტო­რია მხო­ლოდ ჩემ­ზე არ არის, ამის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან: ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, აქ მათ­ზეც უნდა ვი­სა­უბ­რო და ვღე­ლავ, რო­გორ მი­ი­ღე­ბენ.

  • "ადამიანების, განსაკუთრებით მამაკაცების უმრავლესობა, გაფასებს მხოლოდ სილამაზით..." - უმშვენიერესი მოდელის, „მის საქართველო 2012" თამთა შედანიას ცხოვრება, კარიერა და დედის ამპლუა 

მახ­სოვს ერთ დი­ლას გა­ვიღ­ვი­ძე და ვერ ვცნობ­დი ად­გილს და სხე­ულს, რო­მელ­შიც გა­ვიღ­ვი­ძე. წა­მოვ­ხტი, მივ­ვარ­დი სარ­კეს­თან და ვერ ვი­ცა­ნი სა­კუ­თა­რი თავი. გა­უ­ცხო­ე­ბა და­მე­მარ­თა, მე­გო­ნა, რომ მოვ­კვდი, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და. და­მე­წყო კან­კა­ლი, და­ბუ­ჟე­ბა, ვიხ­რჩო­ბო­დი, ყელ­ში ბურ­თი გა­მე­ჩხი­რა. მა­შინ მივ­ხვდი, რომ იმ წუ­თას ვკვდე­ბო­დი, თუმ­ცა ჯერ არ ვი­ყა­ვი მკვდარი.

სუ­ი­ციდ­ზე ფიქ­რე­ბი ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და, მაგ­რამ სურ­ვი­ლი არა­სო­დეს მქო­ნია. შეგ­რძნე­ბე­ბი დავ­კარ­გე და ტან­საც­მლი­ა­ნად გა­ვი­ქე­ცი შხა­პის­კენ, შევ­ვარ­დი და მინ­დო­და რამე მეგ­რძნო, სხე­ულ­თან კავ­ში­რი დავ­კარ­გე. შხა­პის მერე ცივ მეტ­ლახ­ზე დავ­წე­ქი და მა­ინც ვე­რა­ფერს ვგრძნობ­დი. მა­შინ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უნდა და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა ეს ცხოვ­რე­ბა და თა­ვი­დან და­მე­წყო. მე­ო­რე დღი­დან მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უარი მეთ­ქვა ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე.