მოცეკვავეების წყვილს, რატი გაჩეჩილაძესა და კარინა ლისენკოს, საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი პროფესიონალი მოცეკვავის სტატუსით უკვე არაერთი წელია პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წარმატებით მონაწილეობენ და ამ ხნის მანძილზე მაყურებლისთვის თავის შეყვარებაც შეძლეს.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილი პირველ შვილს ელოდება:
რატი გაჩეჩილაძე
რატის ოჯახში ცეკვა ტრადიციაა და ის მშობლების, თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეების ტრადიციას საკუთარ სტუდიაში აგრძელებს. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა რატის ძმა, გიგი გაჩეჩილაძეც. ის საქართველოს სპორტული და სამეჯლისო ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტის ამპლუაშიც ვიხილეთ.
რატის და გიგის დაა შორენა გაჩეჩილაძე, ხოლო დის ქმარი - გოჩა ჩერტკოევი. წლების წინ რატი გოჩასთან და შორენასთან ამერიკაშიც იმყოფებოდა და იქ გეგმავდა სერიოზული კარიერის აწყობას, თუმცა საბოლოოდ მაინც საქართველოში ამჯობინა დაბრუნება.
რატომ და კარინამ ერთმანეთი 6 წლის წინ გაიცეს. მათ ერთმანეთთან საქმე აკავშირებდათ, თუმცა ეს საქმიანი ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში და მათ 2021 წელს იქორწინეს.
„პირადში ყველაფერი კარგად არის. მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში კარინა ლისენკო გამოჩნდა, ყველაფერი ბედნიერად არის. ჩვენი სიყვარული 6 წელია, გრძელდება. ის უკვე ერთი წელია, ჩემი ცოლი გახდა. კარინა ჩემი ნომერ პირველი მეგობარია. როდესაც გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ყველაფერი ბედნიერებაა.
ოჯახში ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს. საერთოდ, პირად თემებზე ნაკლებად ვსაუბრობ. რაც მთავარია, მე და კარინას ბედნიერი ოჯახი გვაქვს და მომავალში შვილებიც გვეყოლება… კარინას გემრიელი ხელი აქვს. ყველაზე ძალიან მისი გაკეთებული ბორშჩი მიყვარს. როცა იტყვის, დღეს ბორშჩის ვაკეთებო, ვიცი, რომ სასწაული მელოდება…" - ამბობდა რატი.
სულ ცოტა ხნის წინ კარინამ და რატიმ მეგობრებს სასიხარულო სიახლე გაუზიარეს და გაამხილეს, რომ პირველ შვილს ელოდებიან.