„თბილისის წიგნის ბაზრობა“ გაიხსნა - ესტუმრეთ „ექსპო ჯორჯიას“ 10-დან 14 აპრილის ჩათვლით - Marao

„თბილისის წიგნის ბაზრობა“ გაიხსნა - ესტუმრეთ „ექსპო ჯორჯიას“ 10-დან 14 აპრილის ჩათვლით

2025-04-10 15:49:02+04:00

მკითხველთა საყვარელი ღონისძიება - „თბილისის წიგნი ბაზრობა“ გაიხსნა და 10-დან 13 აპრილის ჩათვლით „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გიმასპინძლებთ. 

ბაზრობაზე პატარა გამომცემლობებთან ერთად მონაწილეობს „პალიტრა L-ი“, რომელიც მკითხველს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურაზე განსაკუთრებულ აქციებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს. 

„თბი­ლი­სის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე“ დაგხვდებათ რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე უცხო­ე­ლი ავ­ტო­რე­ბის ახალი გა­მო­ცე­მე­ბი. აქ მარ­ტი­ვად იპო­ვით სა­კი­თხავს თქვენ­თვის და თქვე­ნი პატარების­თვის.

palitra_l                    

დიდი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი და ექ­სკლუ­ზი­უ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი მოქ­მე­დებს წლის გან­სა­კუთ­რე­ბულ გამოცე­მებ­ზეც. „თბი­ლი­სის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა“ შე­სა­ნიშ­ნა­ვი შან­სია, გა­ნა­ახ­ლოთ თქვენი ბიბლიოთეკა, შე­ი­ძი­ნოთ სა­ჩუქ­რე­ბი ახ­ლობ­ლე­ბის­ა და მეგობრებისთვის. 

ღონისძიებაზე მო­გე­ცე­მათ შან­სი შეხ­ვდეთ თქვენს საყ­ვა­რელ ქარ­თველ ავტორებს, მი­ი­ღოთ მათ­გან ავ­ტოგ­რა­ფი და გა­და­ი­ღოთ სა­მახ­სოვ­რო ფოტო. ასე­ვე, და­უს­ვათ კითხვე­ბი მათ შე­მოქ­მედე­ბა­ზე.

არ გამოტოვოთ წლის მთავარი ლიტერატურული ღონისძიება და შანსი, აღმოაჩინოთ ახალი ავტორები ან განსაკუთრებულ ფასად შეიძინოთ კლასიკური ნაწარმოებები. 

R