ქართველი მოდელი, ყველასათვის საყვარელი ნანუკა გოგოჩაიშვილი სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურია და ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა ფოტოებსა და ვიდეოებს. ნანუკა გოგიჩაიშვილები ბავშვობიდან ექცეოდა ყურადღების ცენტრში, რაც მისი ცნობილი ოჯახით იყო გამოწვეული. ბებია და ბაბუა მსახიობები, იოსებ გოგიჩაიშვილი და ნანა დათუნაშვილი არიან, დედა და მამა კი - გიორგი გოგიჩაიშვილი და ნათია ბანძელაძე.
ნანუკა გოგიჩაიშვილი დაზე, ნინიზე" 4 წლით უფროსია. მან "ვიცე მის-საქართველოს" ტიტული 2015 წელს მოიპოვა. 2019 წელს კი 30 წლის მოდელი ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზე დაინიშნა. „ცოლობაზე დავთანხმდი ჩემი ოცნების მამაკაცს“, - წერდა ნანუკა. ნიკა ნაყოფია ცნობილი ბიზნესმენის, კობა ნაყოფიას ვაჟია. ნიკასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მისი პირველი მეუღლე „მის საქართველო 2008“ ხათუნა სხირტლაძე იყო.
ნიკა ნაყოფია ბიზნესმენის, პოლიტიკოსისა და ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ კობა ნაყოფიას ვაჟია. კობა ნაყოფია "მადნეულისა" და "კვარციტის " აქციებს ფლობს.
ნიკა ახალგაზრდა ასაკიდან მუშაობდა "კვარციტში" და მისი ყოველთვიური შემოსავალი რამდენიმე ასეულ ათას ლარს სცდებოდა.
ბიზნესმენი ტელეკომპანია "რუსთავი ორის " საკონტროლო წილის (50%-ის ) მფლობელიც გახლავთ. ასევე მისი ოჯახის მფლობელობაშია სამკაულების ცნობილი ბრენდი "ზარაფხანა ", რომლის სარეკლამო ვიდეორგოლებშიც ნანუკა გოგიჩაიშვილი ხშირად ჩნდებოდა.
ნინი 1993 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. მან სამოდელო სფეროში პირველი ნაბიჯები ადრეულ ასაკშივე გადადგა, მოგვიანებით კი, 2018 წელს, გახდა "მის საქართველო". წარადგინა საქართველო კონკურსზე "მის მსოფლიო 2019".
"ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ჩემმა მშობლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებული იყო და სახლში თითქმის არასდროს იყვნენ, საამისოდ ყველაფერი გააკეთეს. მე და ჩემი და, ნანუკა ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ბებოების და ბაბუების გაზრდილები ვართ. მოგეხსენებათ 90-იანი წლები რთული პერიოდი იყო, დალხენილი სიტუაცია არ გვქონდა და მშობლები თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი მქონოდა. თუმცა მათ ისიც ჩაგვინერგეს, რომ ნივთებზე მეტად მნიშვნელოვანი ოჯახური სითბო და სხვა ფასეულობებია..." - ამბობდა ნინი.
როგორც ცნობილია, ნანუკა გოგიჩაიშვილმა საკუთარი სამკაულების ბრენდი შექმნა:
"aquabynanuka ყოველთვის იყო ჩემთვის ღრმად პირადი მოგზაურობა და ამ კოლექციის თქვენთვის გაზიარება ამაღელვებელია. თითოეული მათგანი ასახავს ჩემი სულის ნაწილს და ვიმედოვნებ, რომ ის სასიამოვნოა კარგია თქვენთან, როგორც ჩემთვის", - წერდა ნანუკა.
"2018 წლიდან დღემდე, ნანუკას გამოფენებმა ჩიკაგოში, ვაშინგტონსა და ლოს ანჯელესში მოწონება დაიმსახურა, რაც ასახავს მის განვითარებად მხატვრულ მოგზაურობას. შეუერთდით ნანუკას მის მხატვრულ ოდისეას, სადაც ფუნჯისა და დიზაინის ყოველი შტრიხი მოგვითხრობს შთაგონების, გამძლეობისა და უსაზღვრო ფანტაზიის ისტორიას" - ვკითხულობთ Aqua by Nanuka-ს ოფიციალურ გვერდზე.