ჰარვარდის მეცნიერებმა ერთი ყველაზე გრძელვადიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. სპეციალისტებმა 75 წელი მოანდომეს იმის გარკვევას, თუ რა ხდის ადამიანს ბედნიერს.
კვლევა 1938 წელს დაიწყო და იმ დროიდან ექსპერტები ჰარვარდის 268 სტუდენტის ცხოვრებას სწავლობდნენ. მათ ექსპერიმენტის თითოეული მონაწილის ფსიქოლოგიური, ანთროპოლოგიური და ფიზიკური მონაცემები შეისწავლეს. ამასთან, მეცნიერები სწავლობდნენ ამ ადამიანების IQ-ს, მათი ბუნების ტიპს, ოჯახურ ურთიერთობებს, მისწრაფებებს, მავნე ჩვევებსა და მათი სასქესო ორგანოების ზომასაც კი.
ამგვარად, ბედნიერებისთვის ყველაზე მავნე ფაქტორად ალკოჰოლი დასახელდა. "ალკოჰოლი – ეს ყველაზე დამანგრეველი ძალაა." – წერს ჯორჯ ვაილანტი წიგნში "Triumphs of Experience". სწორედ ალკოჰოლია ყველაზე ხშირად ოჯახის დანგრევის მთავარი მიზეზიც. მოწევასთან ერთად, ალკოჰოლი გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ნაადრევი სიკვდილიანობისა და ავადმყოფობის.
IQ – არანაკლები ფაქტორია ბედნიერებისთვის. ასე მაგალითად, მამაკაცები ინტელექტის 110-115 დიაპაზონით ბევრად ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე ისინი, ვისი IQ 150 ქულას სცდება. ოჯახის უზრუნველყოფა კი მამაკაცისთვის – მთავარია.
ბედნიერებასა და ჯანმრთელობასთან მოულოდნელ კავშირში აღმოჩნდა თბილი დამოკიდებულება გარშემომყოფებთან. ასე მაგალითად, 58 მამაკაცი, რომელთაც შედარებით თბილი ურთიერთობა ჰქონდათ ირგვლივ მყოფებთან, წელიწადში დაახლოებით 141. 00-ით მეტს გამოიმუშავებდნენ და ბევრი მეგობარიც ჰყავდათ, იმ 31 მამაკაცთან შედარებით, ვისაც ცივი ურთიერთობა ჰქონდა ახლობლებთან.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილი ურთიერთობა დედასთან. ისინი, ვინც გაგებითა და სითბოთი ეკიდებოდნენ მშობელს, მეტ ფულს შოულობდნენ და საღადაც აზროვნებდნენ.
აი, მამასთან თბილი ურთიერთობა კი ადამიანს დარდისგან ათავისუფლებს და სიცოცხლისგან სიამოვნების მიღების დონეს ამაღლებს.