ბრძოლა იშვიათ დაავადებასთან, პლასტიკურ ქირურგია და ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული - ბელა ჰადიდი - Marao

ბრძოლა იშვიათ დაავადებასთან, პლასტიკურ ქირურგია და ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული - ბელა ჰადიდი

2025-04-14 12:28:49+04:00

იზაბელა ხაირ ჰადიდი 1996 წლის 9 ოქტომბერს, ვაშინგტონში, ყოფილი მოდელისა და რეალითი ტელევარსკვლავის იოლანდა ჰადიდისა და უძრავი ქონების დეველოპერი მოჰამედ ჰადიდის ოჯახში დაიბადა. 

  • "მაპატიეთ, რომ აქამ­დე ვდუმ­დი! მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი ასო­ბით მე­სი­ჯი მომ­დის, მოკ­ვლით მე­მუქ­რე­ბი­ან! პა­ლეს­ტი­ნე­ლი ხალ­ხი არ იმსახურებს სიჩუმეს!" - სუპერმოდელი ბელა ჰადიდი ღაზაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება 

ადრეული ცხოვრება

bella

  • ბელა ჰადიდის პირველი გადაღება გამოჯანრთელების შემდეგ - შთამბეჭდავი კადრები Orebella - ს კამპანიიდან 

აღსანიშნავია, რომ ბავშვობაში ბელა ცხენოსნობით იყო გატაცებული და 2016 წლის აშშ-ს ოლიმპიადის გუნდში გაწევრიანებაც სურდა. 2013 წელს ლაიმის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს და ამ ოცნებაზე უარის თქმა მოუწია. 

დაბალი თვითშეფასების მქონე ბელამ 15 წლის ასაკში პლასტიკური ქირურგიისა და კოსმეტოლოგიის სამყარო აღმოაჩინა. მართალია, ღიად არასდროს უსაუბრია ქირურგიულ ჩარევებზე, მაგრამ ნებისმიერი სპეციალისტი დაგიდასტურებთ, რომ მისი გარეგნობა მთლიანად გენეტიკის დამსახურება ნამდვილად არ არის.

bella

  • „ის დიდ რისკზე წავიდა“ - როგორ გაიკეთა 14 წლის ბელა ჰადიდმა პლასტიკური ოპერაცია და რა საფრთხეები ახლავს ამ პროცედურას ნაადრევ ასაკში 

მამა

მოჰამედ ანვარ ჰადიდი 1948 წელს ისრაელში დაიბადა, თუმცა ბავშვობაში, 8 და-ძმასთან ერთად ომის დროს სამშობლო დატოვა. ჰადიდები ჯერ ტუნისსა და საბერძნეთში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი აშშ-ში დასახლდნენ.

ჰადიდმა ძვირადღირებული უძრავი ქონების შექმნა შეძლო, ფლობდა ღამის კლუბებს და სხვა მნიშვნელოვან წილებს. 1992 წელს მან ზამთრის ოლიმპიურ თამაშებშიც კი მიიღო მონაწილეობა და სათხილამურო შეჯიბრებაში ჩაერთო.

კარიერა

2013 წელს უფროსმა დამ, ჯიჯიმ, სამოდელო სააგენტოსთან გააფორმა კონტრაქტი, მომდევნო წელს კი მას ბელაც შეუერთდა. 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ბრენდ Desigual-ის ჩვენებაში, ცოტა ხნის შემდეგ კი ფრანგული ჟურნალის, Jalouse-ის გარეკანზე გამოჩნდა. სწორედ მაშინ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ გოგონას წარმატება არა შრომის, არამედ გავლენიანი მამის დამსახურება იყო.

bella

სწრაფად მიღწეულმა უზადო წარმატებამ ბელას საშუალება მისცა სწრაფად მოეგო მსოფლიოს ცნობილი დიზაინერების გულები. ჰადიდი Tom Ford, Missoni, Moschino, Burberry Prorsum, Marc Jacobs-ის ჩვენებებზე გამოჩნდა, სარეკლამო კონტრაქტები გააფორმა Balmain-თან და Ralph Lauren-თან. საბოლოოდ კი მისი კონტრაქტების სიას Dior-ის სახლი შეემატა.

ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბოლო დროს ბელა ჰადიდის ირგვლივ კიდევ ერთი ჭორი გავრცელდა, რომელიც მის ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას უკავშირდებოდა. სინამდვილეში, 26 წლის მოდელი ლაიმის დაავადებით იტანჯება. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელიც ბევრ ადამიანს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზი ბორელიის ბაქტერიაა, რომელსაც, ძირითადად, ტკიპები ატარებენ.

bella

ტკიპებით გამოწვეული ბორელიოზის პირველი სიმპტომები ბელა ჰადიდს 2012 წელს გაუჩნდა, მაგრამ ზუსტი დიაგნოზი მხოლოდ 2015 წელს დაუსვეს. მას შემდეგ, როგორც თავად აღიარა, ყოველდღიურად აწუხებს თავის ტკივილი, გონების დაბინდვა, უძილობა, არარეგულარული გულისცემა, გულისრევა, სუნთქვის გაძნელება, სახსრების ტკივილი და მრავალი სხვა.

პალესტინა

აღსანიშნავია, რომ ისრაელი-პალესტინის კონფლიქტში ბელა პალესტინის აქტიური მხარდამჭერია და სოციალურ ქსელში პოსტებსაც ხშირად აქვეყნებს:

"მა­მა­ჩე­მი ნა­ზა­რეთ­ში 1948 წელს, ნაკბას წელს (750 000 პა­ლეს­ტი­ნე­ლის გა­და­სახ­ლე­ბის პე­რი­ო­დი) და­ი­ბა­და. როცა ის 9 დღის იყო, დე­და­მი­სი და ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი პა­ლეს­ტი­ნა­ში თა­ვი­ან­თი სახ­ლე­ბი­დან გა­ყა­რეს და მას შემ­დეგ დევ­ნი­ლე­ბად იქ­ცნენ. ბე­ბი­ა­სა და ბა­ბუ­ას­თვის კი უკან დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა აღარ მი­უ­ცი­ათ. ჩემ­მა ოჯახ­მა თა­ვის თავ­ზე იწ­ვნია პა­ლეს­ტი­ნე­ლი ხალ­ხის 75-წლი­ა­ნი შე­ვიწ­რო­ე­ბა, რაც სა­ბო­ლო­ოდ არა­ერ­თი თე­მის გა­ნად­გუ­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. ასე­ვე სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბე­ბი და ოჯა­ხე­ბის იძუ­ლე­ბით გაყ­ვა­ნა სახ­ლე­ბი­დან. პა­ლეს­ტი­ნის მი­წა­ზე და­სახ­ლე­ბის პრაქ­ტი­კა დღე­საც გრძელ­დე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია" - წერდა მოდელი.