"მამა-შვილის პირველი ცეკვა" - ილია თოფურიას ოჯახი კადრები მეუღლესა და შვილებთან ერთად - Marao

"მამა-შვილის პირველი ცეკვა" - ილია თოფურიას ოჯახი კადრები მეუღლესა და შვილებთან ერთად

2025-04-14 14:12:10+04:00

ილია თოფურია და ჯორჯინა უზკატეგუი სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს აქვეყნებენ. "პირველი ცეკვა" - ამ წარწერით აზიარებს ჯორჯინა მამა-შვილის ვიდეოს. 

topuria

topuria

topuria

ილია თოფურიას ბიოგრაფია

ილია თოფურია არის ქართველი პროფესიონალი მებრძოლი და UFC-ის ჩემპიონი, რომლის ბავშვობა და ოჯახური ისტორია მრავალფეროვანი და გამოწვევებით სავსეა.

ილია თოფურია 1997 წლის 21 იანვარს დაიბადა გერმანიის ქალაქ ჰალეში, ზაზა და ინგა თოფურიების ოჯახში. მის გარდა ოჯახში იზრდებოდა მისი და-ძმა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა, სადაც დაიწყო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაზე ვარჯიში.

ილია თოფურიას ოჯახი წარმოშობით სოხუმიდანაა. აფხაზეთის ომის დროს მათ მოუწიათ დევნილობაში გადასვლა და რთული პირობების გადალახვა. მოგვიანებით, 2008 წლის ომის დროს, ილიამ პირადად განიცადა ომის საშინელებები, რაც მის მეხსიერებაში ღრმად დარჩა. ​

"ჩემი რუსთაველი მეუღლე ომობდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიების დასაცავად. ილია დაიბადა და გაიზარდა ქართულ ტრადიციულ ოჯახში. არ აქვს მნიშვნელობა, ბინას სად დაიდებს ქართველი, მას სამშობლო ერთი აქვს - საქართველო" - ამბობდა ილია თოფურიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია.

  • ვინ არის ილია თოფურიას მეუღლე, როგორია მისი დიდი ოჯახი და გზა უდიდეს წარმატებამდე: ყველაფერი UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის შესახებ - "არ აქვს მნიშვნელობა, ბინას სად დაიდებს ქართველი, მას სამშობლო ერთი აქვს - საქართველო" 

2013 წელს, თხუთმეტი წლის ასაკში, ილია თოფურია ოჯახთან ერთად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც დაიწყო ვარჯიში საბრძოლო ხელოვნებაში „კლიმენტ კლუბში“. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ. ​2015 წელს შედგა მისი დებიუტი პროფესიონალთა ადგილობრივ შეჯიბრებებში.

27 წლის ილია თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 6-0 აქვს დამყარებული. 2020 წლის 11 ოქტომბერს თოფურია „მაროკოელ ეშმაკს“ იუსეფ ზალალს დაუპირისპრდა და სამრაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.

  • "ცხოვრების სიყვარულის პოვნა ღმერთის უდიდესი საჩუქარია" ქართველი ჩემპიონისა და მისი უმშვენიერესი მეუღლის ოჯახური კადრები 

2022 წლის 19 მარტს, ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე, ორგანიზაციაში მეოთხე ორთაბრძოლა გამართა ილია თოფურიამ და ინგლისელი მეტოქე ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

2024 წელს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზიონის ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკის და ნოკაუტით მოუგო ბრძოლა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა, ხოლო ვოლკანოვსკის 26 მოგება და 3 მარცხი. ალექს ვოლკანოვსკიმ ამ წონის ქამრის დაცვა 5-ჯერ შეძლო. ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ 8 თვე დაისვენა და სატიტულო ჩხუბით, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო! 

  • "ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად უყვარხარ, შენი წარმატებით იამაყებენ, სხვები კი შეეცდებიან შენი შრომა და მონდომება გააკრიტიკონ" - ილია თოფურიას მეუღლე ვრცელ წერილს აქვეყნებს 

ეს დღე ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და სწორედ ამ განსაკუთრებული ტიტულის შემდეგ გაიცნო ილია თოფურია საზოგადოების იმ ნაწილმაც, ვინც ამ სპორტით მანამდე დაინტერესებული არასდროს ყოფილა. 

ილია თოფურია და ჯორჯინა უზკატეგუი

ილია თოფურიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუია. ჯორჯინასა და ილიას ერთი ქალიშვილი ჰყავთ, რომელსაც პატარა ჰუგოსთან ერთად ზრდიან. ჯორჯინა აქტიურადაა ჩართული ბავშვების ცხოვრებაში და ყველასთვის საყვარელი სპორტსმენის შესახებ სიახლეებსაც ხსირად გვიზიარებს.