"4XL-დან XL-ზე ჩამოვედი" - ბარბარა სამხარაძის საოცარი ტრანსფორმაცია - Marao

"4XL-დან XL-ზე ჩამოვედი" - ბარბარა სამხარაძის საოცარი ტრანსფორმაცია

2025-04-15 10:15:05+04:00

ბარბარა სამხარაძემ ცოტა ხნის წინ ბარიარტრიული ოპერაცია გაიკეთა - მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია. 

"4XL-დან XL-ზე ჩამოვედი... იქიდან გამომდინარე, რომ წონა თითქმის 4 თვეა არ შეცვლილა, ვიზუალურად თვალსაჩინოდ შევიცვალე. ვარჯიშმა შედეგი გამოიღო, ორგანიზმიც გამიმკვრივდა და ფორმებიც დაიხვეწა. 

ძალიან მიხარია ეს ყველაფერი... კარგია, რომ ჩემი შრომა წყალში არ ჩაიყარა" - ამბობს ბარბარა. 

  • "ჩემი პასუხი ევროვიზიასთან დაკავშირებით" - რა განმარტებას აკეთებს ბარბარა სამხარაძე 

ბარბარა სამხარაძე

ბარბარა სამხარაძეს არასდროს დაუმალავს, რომ ზედმეტ წონას წლების განმავლობაში სხვადასხვა მეთოდით ებრძოდა. ცოტა ხნის წინ მან ბარიარტრიული ოპერაცია გაიკეთა და ახლა წონის კლების ხანგრძლივ გზას გადის. 

  • ახალი იმიჯი და ახალი ცხოვრება: როგორ შეიცვალა ბარბარა სამხარაძე 

"ბავშვობის სურათებს ხშირად ვათვალიერებ და პატარა ბარბარას ვეუბნები – დღეს რომ "კალოშებით" წახვედი სკოლაში, ხვალ მოგაკითხავს მანქანა და წაგიყვანს იქ, სადაც გინდა. ერთადერთი კომპლექსი მქონდა – ჩაცმის. იმიტომ, რომ მე პროექტში მეორადებში ნაყიდი ტანსაცმლით გამოვედი და დღეს მეორადები ტრენდად იქცა, მე კი ეს ყველაფერი 2015 წელს მაკომპლექსებდა.

  • ბარბარა სამხარაძის დიდი წარმატება - რას წერს ქართველი მუსიკოსის შესახებ Viberate.com 

ჩემმა დამ როდესაც უნივერსიტეტში ჩააბარა, მას შემდეგ ექსკურსიაზე აღარ ვყოფილვარ. არ ვითხოვდი. ერთადერთი, ეკლესიაში დავდიოდი და მხოლოდ სანთლის საყიდელი ფული მინდოდა", – ამბობდა ბარბარა სამხარაძე.

ბარბარა სამხარაძის ტრანსფორმაცია: "ტყავიდან ვძვრებოდი, ჩემი ნიჭის მაქსიმუმს ვდებდი და მაინც ვიზუალზე ამახვილებდნენ ყურადღებას – რამხელააო..." 

ბარიარტრია

ბარიატრიული ქირურგია არის პათოლოგიური სიმსუქნის (მორბიდული სიმსუქნის) ოპერაციული მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. 

  • "პროექტში მეორადებში ნაყიდი ტანსაცმლით გამოვედი და დღეს მეორადები ტრენდად იქცა, მე კი ეს ყველაფერი 2015 წელს მაკომპლექსებდა" - ბარბარა სამხარაძე 

ბარიატრიული ოპერაციების საშუალებით შესაძლებელია წონის დაკლება და მეტაბოლური წონასწორობის დარეგულირება. ეფექტის მისაღებად არსებობს ორი ძირითადი მეთოდი, რომლის მისაღწევადაც სხვადასხვა ტიპის – რესტრიქციული და მალაბსორბციული – ოპერაცია კეთდება.

  • ნანუკა ჟორჟოლიანის საოცარი ტრანსფორმაცია, პირადი და ოჯახური ამბები: როგორ შეიცვალა ცნობილი ტელეწამყვანი ბოლო წლებში 

ოპერაცია კეთდება, მაშინ, როცა სხეულის მასის ინდექსი (BMI) არის მაღალი, პაციენტს კი უკვე რამდენჯერმე აქვს ნაცადი დიეტა ან სხვადასხვა ენდოსკოპიური მიდგომა (ბალონირება,ბოტოქსი), რომლის საშუალებითაც დაიკლო, მაგრამ ვერ შეინარჩუნა დაკლებული წონა.