"ლელა მებურიშვილი ცნობილი ქართველი მსახიობი, ტელეწამყვანი და დამოუკიდებელი კინორეჟისორია, რომლის კარიერა ორ ათწლეულზე მეტს ითვლის" - რას წერს უცხოური გამოცემა ლელა მებურიშვილის შესახებ - Marao

სიახლე ლელა მებურიშვილის კარიერაში და მორიგი წარმატება: რას წერს The Reflection Film ქართველი მსახიობის შესახებ

2025-04-15 10:43:12+04:00

"ლელა მებურიშვილი ცნობილი ქართველი მსახიობი, ტელეწამყვანი და დამოუკიდებელი კინორეჟისორია, რომლის კარიერა ორ ათწლეულზე მეტს ითვლის. მისი კარიერა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიწყო, სადაც მალევე გახდა ცნობილი ფიგურა ქართულ თეატრსა და ტელევიზიაში.

წლების განმავლობაში უძღვებოდა ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ მეგა შოუებს. ის ამჟამად უძღვება სატელევიზიო შოუს ლონდონიდან საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიისთვის, რომელიც აშუქებს კულტურულ ამბებს და ატარებს ინტერვიუებს ცნობილ მოღვაწეებთან.

ლელა ამჟამად ცხოვრობს ლონდონში, სწავლობს რეჟისურასა და კინოგადაღებას - 2023 წელს გადაიღო თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რაც მთავარი ეტაპი იყო მისი, როგორც კინორეჟისორის გზაზე. თეატრში მდიდარი ისტორიით და კინოში ახალი პერსპექტივით, ლელა აგრძელებს ახალი გზების ძიებას ძლიერი და შინაარსიანი ისტორიების სათქმელად თავისი უნიკალური ხედვითა და მხატვრული მიდგომით" - წერს the reflection film სოციალურ ქსელში.

  • რა ღირს უმშვენიერესი კაბა და როგორი იყო საღამო: ლელა მებურიშვილი ბუკინგემის სასახლეში მეფესა და სამეფო ოჯახს შეხვდა 

lela

lela

ლელა მებურიშვილი

ლელას მე­უღ­ლე ბაჩო სა­გა­ნე­ლი­ძე ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩ სო­ფიო ქა­ცა­რა­ვას ერთ-ერთი მო­ად­გი­ლეა, ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ლე­ლას ხში­რად უწევს დას­წრე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, რაც ბრი­ტა­ნეთ­ში ყო­ველ­თვის მა­ღალ დო­ნე­ზე ტარ­დე­ბა. 

  • ლელა მებურიშვილის სილამაზის საიდუმლოები: "ბედნიერებაა, როცა იღებ შენს თავს ისეთს, როგორიც ხარ, ყველა ნაკლით და ნაოჭით..." 

ლელა ახლა შვილებთან და მეუღლესთან ერთად ბრიტანეთში ცხოვრობს და იქ საქმიანობს. დროდადრო კი სამშობლოსაც სტუმრობს და ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი საქართველოში ჩამოსასვლელად მისი მშობლები არიან: საქართველოში, პირველ რიგში, ოჯახის – მშობლების და ძმების მონატრებით ჩამოვდივარ, რადგან ძალიან არ მინდა, მშობლებს, რომლებიც უკვე ასაკში არიან, ჩემი არყოფნით გული დავწყვიტო. ამასთანავე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლევან წულაძე ყოველთვის მაძლევს მის სპექტაკლებში მონაწილეობის საშუალებას.

  • "დახვეწილი და გემოვნებიანი" - ლელა მებურიშვილის თვალისმომჭრელი ფოტოსესია 

„ზამ­თარ­ში ჩა­მო­ვე­დით და ცოტა გაგ­ვი­ჭირ­და, მაგ­რამ გა­ზა­ფხუ­ლი და ზა­ფხუ­ლი მშვე­ნი­ე­რი გა­მოდ­გა, რაც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია ლონ­დო­ნის­თვის. ბავ­შვე­ბი კარ­გად გრძნო­ბენ თავს, უკვე ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავთ, სკო­ლა­საც მი­ეჩ­ვივ­ნენ. ბავ­შვე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მშობ­ლებ­თან ერ­თად იყ­ვნენ. ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ ისი­ნი თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­დნენ. ყვე­ლა­ზე დიდი სირ­თუ­ლე უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შორს ყოფ­ნაა."

  • 40+ ყველაზე მოდური ქალები საქართველოში: ისინი ამტკიცებენ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია