მაკა ასათიანს მეორე შვილიშვილი შეეძინა: ნანიკო კლდიაშვილის ახალი ფოტოები - Marao

მაკა ასათიანს მეორე შვილიშვილი შეეძინა: ნანიკო კლდიაშვილის ახალი ფოტოები

2025-04-15 13:30:50+04:00

ნანიკო კლდიაშვილი ფართო საზოგადოებამ წლების წინ მოდელის ამპლუაში გაიცნო. დღეს მისი მთავარი საქმიანობა საკუთარი ბიზნესია - მისი მიზანია, რომ ბავშვებისთვის, და არამხოლოდ, ტკბილეულის ჯანსაღი ალტერნატივა შექმნას და ამით ხელი შეუწყოს ჯანსაღი კვების კულტურის გავრცელებას.

ნანიკო კლდიაშვილი

ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვი­ლის დე­დას, მაკა იო­სე­ლი­ანს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ის წლე­ბია, რაც უნი­ვერ­სი­ტე­ტ "ჯი­პას“ რექ­ტო­რია. უნი­ვე­რსი­ტეტ­ში საქმიანობამდე კი მონაწილეობას იღებდა დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებ­ში და მუშაობდა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. მა­კას, ნა­ნი­კოს გარ­და, კი­დევ ერთი გო­გო­ნა ჰყავს - ლი­კუ­ნა კლდი­აშ­ვი­ლი.

ნანიკო კლდიაშვილი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სას­წავ­ლებ­ლად მი­ლან­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა ერთ-ერთ სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო­ში და­ი­წყო და მოგვიანებით მაგისტრის ხარისხიც მიიღო. შემ­დეგ იყო პა­რი­ზი, სა­დაც კორ­დონ ბლუს კუ­ლი­ნა­რი­ის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და.

  • მეგობრობა, რომელმაც წლებს გაუძლო - თაობის ორი უმშვენიერესი ქალის, მაკა ასათიანისა და თეონა თავართქილაძის მეგობრობის ისტორია და ფოტოები 

ამ­ბობდა, რომ ეს იყო მისი ოც­ნე­ბა, ოღონდ ჰო­ბის დო­ნე­ზე. ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ ფიქ­რობ­და, რომ კუ­ლი­ნა­რი­ას პრო­ფე­სი­უ­ლად და­ე­უფ­ლე­ბო­და. ეს გზა მისთვის მარტივი არ აღმოჩნდა - დი­ლის 6-დან ღა­მის 10 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ობ­და, ბევ­რჯერ უტი­რია და იქა­უ­რო­ბის მი­ტო­ვე­ბა­ზეც ფიქ­რობ­და, მაგ­რამ, სა­ბო­ლო­ოდ, სერ­ტი­ფი­კა­ტი მა­ინც აიღო. ნა­ნი­კომ შემ­დეგ პრო­ფე­სი­ად ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გია აირ­ჩია და სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. ახა­ლ პრო­ფე­სი­ას კი ახალ ბიზ­ნესპრო­ექ­ტში იყე­ნებს.

kldiashvili

ნანიკო კლდიაშვილის ოჯახი 

ნანიკო კლდიაშვილი განსაკუთრებული ყურადღების ცენტში მოექცა მას შემდეგ, რაც კახი ჟორდანიაზე იქორწინა. თავად ამბობს, რომ მისი ცხოვრება ორად იყოფა - კახიმდე და კახის შემდეგ. 

კახი ჟორდანია ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მაკა ასათიანის ვაჟია. ნანიკომ და კახიმ 2017 წელს იქორწინეს. წყვილს პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს შეეძინა. ნანიკომ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. ახალშობილს ლეა დაარქვეს. ლეა, ცნობილი ოჯახის მსგავსად, უკვე პოპულარული ბავშვია და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.

  • "სულ უფრო ემსაგვსება ბებიას" - მაკა ასათიანის შვილიშვილის ფოტოები ზაფხულის არდადეგებიდან 

"კახი ბიზ­ნეს­მე­ნია და მისი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად გვი­წევს მოგ­ზა­უ­რო­ბა. ზო­გა­დად, საკ­მა­ოდ პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ლე­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ყვე­ლა პრინ­ცი­პი მა­ვი­წყდე­ბა. მისი აღ­ზრდის წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სე­ბი არ გა­მაჩ­ნია. მინ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ზარ­დოს. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ენერ­გი­უ­ლი ბავ­შვია, ახერ­ხებს, რომ ყვე­ლამ მის გარ­შე­მო იტ­რი­ა­ლოს", - ამ­ბობდა ნა­ნი­კო ინ­ტერ­ვი­უ­ში.

  • "ზღაპრული პრინცესას ოჯახური გასეირნება" - მაკა ასათიანის ულამაზესი შვილიშვილის, ლეას ვიდეოს მისი მშობლები აქვეყნებენ 

ახლა ნანიკო კლდიაშვილი ფოტოებს მეორე შვილთან ერთად აქვეყნებს. ნანიკოს ორსულობისა და მშობიარობის შესახებ საჯაროდ არ უსაუბრია, თუმცა ახალშობილთან ერთად გადაღებულ კადრებს მეგობრებსა და გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს. პატარა ლეას შემდეგ, ნანიკოსა და კახის ბიჭი შეეძინათ:

maka_asatiani

maka_asatiani