როცა პარტნიორებს შორის გაუგებრობა იჩენს თავს ან ქალი გრძნობს, რომ მისი საყვარელი მამაკაცი მას შორდება, მაშინვე საუბრის სურვილი ჩნდება. რომელი ფრაზა ისმის ამ დროს? "ძვირფასო, ჩვენ სალაპარაკო გვაქვს".
მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამ სიტყვებს მამაკაცში ძლიერი სტრესის გამოწვევა შეუძლია.
როცა მამაკაცს პარტნიორი ქალისგან ესმის სიტყვები "ჩვენ სალაპარაკო გვაქვს", ის ქვეცნობიერად იწყებს აღქმას, რომ რაღაც ცუდი ხდება. ამასთან, პირველ რიგში, იმაზე იწყებს ფიქრს, რომ თავის მოვალეობებს თავი ვერ გაართვა.
ძლიერი სქესის წარმომადგენლისთვის ნებისმიერი საუბარი ურთიერთობებზე – კრიტიკაა, ხოლო მამაკაცების უმეტესობა ამ საუბრებს უცნაურად და უაზრობად მიიჩნევს. მეტიც, მოცემული ფრაზის გაგების შემდეგ მამაკაცი თავს ფიზიკურადაც ცუდად გრძნობს: მის ორგანიზმში ჰორმონი კორტიზოლის გამოყოფა ხდება, კუნთებს კი სისხლი აწვება, - წერს The Daily Mail.
მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ საუბარი მაინც აუცილებელია. თუმცა ამის დაწყება ფრაზით "ძვირფასო, ჩვენ სალაპარაკო გვაქვს" საჭირო არ არის, რათა მამაკაცი სტრესულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეს.
დოქტორი პატრისია ლავი გვირჩევს, საყვარელ ადამიანს დღეში მინიმუმ 6-ჯერ ჩავეხუტოთ და უარი არ ვუთხრათ მას სექსზე – ეს დაგვეხმარება, აღვადგინოთ ერთმანეთში ემოციური კონტაქტი.