ირინა ონაშვილი საქართველოში წლების წინ გაუცნეს - მაღალი გოგონა ლამაზი გარეგნობით ყურადღების გარეშე არ დარჩენილა. "მის საქართველოს" გამარჯვებული ხშირად არის სხვადასხვა გადაცემის სტუმარი. მაყურებელი ხშირად აღნიშნავს, რომ ამდენი წლის გასვლის შემდეგაც კი ირინას გარეგნობა თითქმის უცვლელია და ის ისევ შესანიშნავად გამოიყურება. რა თქმა უნდა, ამისთვის რამდენიმე ხრიკსაც მიმართავს:
"კანის მოვლისთვის განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ამ თვალსაზრისით ძალიან ზარმაცი ვარ. საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს და ბავშვებიც დიდ ენერგიას მოითხოვენ. საღამოს სახლში ძალიან დაღლილი ვბრუნდები. ასე რომ, მოგატყუებთ, თუ გეტყვით, კრემების გარეშე არ ვიძინებ-მეთქი. ყოველდღიურ დილა-საღამოს საცხებსაც არ ვიყენებ.
ძირითადად ვიკეთებ ბიორევიტალიზაციას. ვიცი, რომ ეს ბევრჯერ წასმულ კრემს სჯობია. წელიწადში რამდენჯერმე ვიტარებ ამ პროცედურას, რომელიც ძალიან კარგად უვლის კანს, ატენიანებს და აახალგაზრდავებს" - ამბობდა ირინა.
ირინა ონაშვილის პირადი ცხოვრება
ირინას პირველი ქმარი ფეხბურთელი ბესო ქარდავა იყო. მათი ურთიერთობა ვერ აეწყო და წყვილი მალე დაშორდა. მას შემდეგ ირინას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით არაერთი ჭორი დადიოდა - მოდელს ცნობილ მამაკაცებთან მიაწერდნენ რომანს, თუმცა ის მალე ლადო ვარძელაშვილს გაჰყვა ცოლად.
ლადო ვარძელაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრია. ის უკვე დიდი ხანია საზოგადოებაში აღარ ჩნდება და არც სოციალურ ქსელში აქტიურობს.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მათ ოჯახში ტრაგედია დატრიალდა: როცა მეგობრები ვარძელაშვილის იარაღის კოლექციას ათვალიერებდნენ, მან "ტეტეს" სისტემის პისტოლეტი საჩვენებლად მეგობარს, ზვიად ქავთარაძეს მიაწოდა, ამ უკანასკნელს იარაღი გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგომ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა - ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ლადო ვარძელაშვილი სასჯელს გირაოს სანაცვლოდ გადაურჩა. ამ შემთხვევის შემდეგ იგი ტელეეკრანებთან გამოჩენას თავს არიდებს. ირინა და ლადო დღემდე ერთად ცხოვრობენ და ორ შვილს ზრდიან.
"რა თქმა უნდა, კარგია, როცა ადამიანს აქვს იმის ყველანაირი რესურსი, დრო, რომ რაც შეიძლება მეტი შვილი გააჩინოს. ოღონდ, ჩემი აზრით, ეს საკმაოდ რთული ამბავია. სამომავლოდ როგორ იქნება, არ ვიცი, მაგრამ რთული რომ არის, უკვე ვატყობ. თუნდაც ორი შვილის გაზრდა ადვილი საქმე არ არის.