"ცხოვრებისეულმა ტკივილებმა და ბევრმა სტრესმა ჩამომაყალიბა იმ ადამიანად, ვინც დღეს ვარ" - ნანიკო ხაზარაძე - Marao

"ცხოვრებისეულმა ტკივილებმა და ბევრმა სტრესმა ჩამომაყალიბა იმ ადამიანად, ვინც დღეს ვარ" - ნანიკო ხაზარაძის გულახდილი ინტერვიუ

2025-04-18 12:31:45+04:00

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე ნანკა გვარის გადაცემის სტუმარი იყო:

"ცხოვრებისეულმა ტკივილებმა და ბევრმა სტრესმა ჩამომაყალიბა იმ ადამიანად, ვინც დღეს ვარ. უკან ვიხედები და კმაყოფილი ვარ. ძალიან ბრძოლისუნარიანი ადამიანი ვარ... სტრესულ გარემოში უკეთესად ვმოქმედებ. ამ ყველაფერმა თავდაჯერება და სითამამე მომცა.

არასდროს ავად არ ვყოფილვარ, არ ვიცი ფიზიკური ცუდად ყოფნა არ ვიცი. რაც შეეხება, მენტალურ ჯანმრთელობას - აქ ძალიან დიდი პრობლემები მქონდა. პირველი ძალიან დიდი დარტყმა 21 წლის ასაკში მივიღე. ამას ყურადღება არ მივაქციე... ბოლოს დედაჩემს ვთხოვე დახმარება, რომელმაც ფსიქიატრთან წამიყვანა. 

ყველას გონია, რომ წამლის მიღების დროს სამყაროს მიმართ დამოკიდებულება გეცვლება - ეს ასე არაა, უბრალოდ ორგანიზმში გამოყოფა ის ჰორმონი, რომელიც ხელს გიწყობს უფრო ადეკვატური და ბედნიერი გახდე" - ამბობს ნანიკო. 

ნანიკო ხაზარაძე

ნანიკო ხაზარაძე ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. 2007-2008 წლებში მიჰყავდა გადაცემა „ნანიკოს შოუ“. გადაღებულია 5 ფილმში. 

ნანიკო ხაზარაძე პირველად ლევან ნუცუბიძეზე იყო დაქორწინებული. წყვილს ერთი შვილი, ლილუ ნუცუბიძე შეეძინა, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა განქორწინებით. 

  • "პირველი დიდი დარტყმა 21 წლის ასაკში მქონდა, პანიკური შეტევები დამეწყო" - ნანიკო ხაზარაძე 

განქორწინების შემდეგ ნანიკო პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარს  ერიდებოდა. ამიტომ ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც 5-წლიანი ურთიერთობის შემდგომ საზოგადოებას თავისი რჩეული, ფსიქოლოგი ლევან მათითაშვილი წარუდგინა, როგორც მეუღლე. დიდხნიანი დუმილის შემდეგ „იმედის დილის“ სიუჟეტში ერთმანეთის გაცნობის ისტორიასაც მოჰყვნენ - ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მის ცხოვრებას მუდამ თვალს ადევნებდა. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო.

  • "მეგობარმა გამომიგზავნა. წელი არ ვიცი" - რა ფოტოს აქვეყნებს ნანიკო ხაზარაძე 

ტელეწამყვანის ყურადღება კი ეთერში მისი ძმის, ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის სტუმრობის შემდეგ დაიმსახურა. „მახსოვს მისი პირველად მოწერილი წერილი. მთელი ცხოვრებაა მომწონხარ და როგორ არ დადგა ის დღე, რომ უშუალოდ გაგიცნოო. მეც ძალიან მშვიდად მივწერე, ალბათ, ეს დღე არც ახლა დამდგარა-მეთქი და დავემშვიდობე.

  • "იცოდეთ,  სანდროსაც ვძულვარ, მე - მიყვარხართ...." - რატომ გახდა ნანიკო ხაზარაძე განხილვის საგანი 

მეორე დღეს ეთერში მისი ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი გვყავდა. უცებ გვარმა ჩამაფიქრა და საღამოს მივწერე, კოტე მათითაშვილი შენი ვინ არის-მეთქი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მიხარია, რომ საოცრად კარგი ადამიანი გავიცანი“ - იხსენებდა ნანიკო ხაზარაძე.