ყველასთვის საყვარელი მაკა ასათიანის ოჯახს ახალი წევრი შეემატა - მის ვაჟს, კახი ჟორდანიასა და ნანიკო კლდიაშვილს მეორე შვილი შეეძინათ. ისინი ბიჭის მშობლები გახდნენ, რომელსაც ლეო დაარქვეს. ნანიკოსა და კახის პირველი შვილი, ლეა ჟორდანია 2020 წელს შეეძინა. ოჯახის პოპულარობიდან გამომდინარე, ლეაც ცნობილი ბავშვების რიგებში ჩაეწერა და მისი კადრები ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს.
მაკა ასათიანი ცნობილი ქართველი დიზაინერი და ბიზნესლედია, რომელიც პირად ცხოვრებას მედიასთან იშვიათად განიხილავს, თუმცა მის ოჯახზე გარკვეული ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია.
მაკა ასათიანის პირველი ქორწინება მერაბ ჟორდანიასთან ჰქონდა, რომელთანაც ორი ვაჟი ჰყავს - კახი და ლევანი. კახი ჟორდანია 2017 წელს დაქორწინდა ნანიკო კლდიაშვილზე, რომელთანაც ქალიშვილი, ლეა ჟორდანია და ვაჟი, ლეო ჟორდანია ჰყავს.
მაკა ასათიანის მეორე მეუღლე კოტე გოგელიაა, რომელთანაც ვაჟი, კონსტანტინე ჰყავს.
ნანიკო კლდიაშვილი ფართო საზოგადოებამ წლების წინ მოდელის ამპლუაში გაიცნო. დღეს მისი მთავარი საქმიანობა საკუთარი ბიზნესია - მისი მიზანია, რომ ბავშვებისთვის, და არამხოლოდ, ტკბილეულის ჯანსაღი ალტერნატივა შექმნას და ამით ხელი შეუწყოს ჯანსაღი კვების კულტურის გავრცელებას.ნანიკო კლდიაშვილის დედას, მაკა იოსელიანს, საზოგადოება კარგად იცნობს. ის წლებია, რაც უნივერსიტეტ "ჯიპას“ რექტორია. უნივერსიტეტში საქმიანობამდე კი მონაწილეობას იღებდა დიპლომატიურ მისიებში და მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში. მაკას, ნანიკოს გარდა, კიდევ ერთი გოგონა ჰყავს - ლიკუნა კლდიაშვილი.
ნანიკო კლდიაშვილი სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად მილანში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე ჩააბარა. თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობა ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში დაიწყო და მოგვიანებით მაგისტრის ხარისხიც მიიღო. შემდეგ იყო პარიზი, სადაც კორდონ ბლუს კულინარიის სკოლაში სწავლობდა.
ამბობდა, რომ ეს იყო მისი ოცნება, ოღონდ ჰობის დონეზე. ჯერ კიდევ წლების წინ ფიქრობდა, რომ კულინარიას პროფესიულად დაეუფლებოდა. ეს გზა მისთვის მარტივი არ აღმოჩნდა - დილის 6-დან ღამის 10 საათამდე მუშაობდა, ბევრჯერ უტირია და იქაურობის მიტოვებაზეც ფიქრობდა, მაგრამ, საბოლოოდ, სერტიფიკატი მაინც აიღო. ნანიკომ შემდეგ პროფესიად ნუტრიციოლოგია აირჩია და სტენფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა. ახალ პროფესიას კი ახალ ბიზნესპროექტში იყენებს.
ნანიკო კლდიაშვილი განსაკუთრებული ყურადღების ცენტში მოექცა მას შემდეგ, რაც კახი ჟორდანიაზე იქორწინა. თავად ამბობს, რომ მისი ცხოვრება ორად იყოფა - კახიმდე და კახის შემდეგ.
კახი ჟორდანია ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მაკა ასათიანის ვაჟია. ნანიკომ და კახიმ 2017 წელს იქორწინეს. წყვილს პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს შეეძინა. ნანიკომ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. ახალშობილს ლეა დაარქვეს. ლეა, ცნობილი ოჯახის მსგავსად, უკვე პოპულარული ბავშვია და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.