"ერთხელ მითხრა, არასდროს დაკარგო ღირსება, თორემ მერე არაფერი გამოგივაო" - ნინა ლორთქიფანიძის ოჯახი და კარიერა - Marao

"ერთხელ მითხრა, არასდროს დაკარგო ღირსება, თორემ მერე არაფერი გამოგივაო" - ნინა ლორთქიფანიძის ოჯახი და კარიერა

2025-04-16 17:23:54+04:00

მსახიობი ნინა ლორთქიფანიძე ტელემაყურებელმა "ჩემი ცოლის დაქალებიდან", ელენეს როლით გაიცნო, ცოტა ხნის წინ კი სერიალში - "სიყვარულს მიღმა" თაკოს როლში გამოჩნდა. ცოტამ თუ იცის, რომ  მშვენიერი ნინა ასევე ცნობილი მსახიობის, თამარ სხირტლაძის შვილიშვილია, რომლისგანაც არაერთ რჩევას და კომპლიმენტს იღებდა ხოლმე. 

გასაკვირიც არ იქნება, რომ მსახიობობისადმი ინტერესი თავიდანვე იყო გამოკვეთილი – არ ყოფილა ერთი კონკრეტული დღე, როცა მსახიობობა გადაწყვიტა, ყოველთვის ეს უნდოდა. მთელი ბავშვობა ხელოვნებისკენ იყო მიდრეკილი. ნინას ბებია ცნობილი ქართველი მსახიობი, თამარ სხირტლაძე იყო. 

"ერთხელ მითხრა, არასდროს დაკარგო ღირსება, თორემ მერე არაფერი გამოგივაო. ეს ყველა პროფესიაში მნიშვნელოვანია, მაგრამ თეატრს, რამდენადაც ჯადოსნური სამყაროა, იმდენად უსიამოვნო მომენტებიც ახლავს, რომელიც კულისებში ხდება და ფეხის წამოდებაში გამოიხატება. სულ მაფრთხილებს, რომ ეს ძალიან რთული გზაა და ახლა რომ ნერვები სასულეებზე მეშლება ხოლმე, მეუბნება: წინ უარესები გელოდება და ძლიერი უნდა იყო, შენი პროფესია ძალიან უნდა გიყვარდესო."

  • "მეუღლემ არ იცოდა, რა სჭირდა ჩვენს შვილს. მე მითხრეს, რომ განუკურნებელი სენით იყო ავად... " - თამარ სხირტლაძე 

nina

  • ნინო კობერიძის თავბრუდამხვევი წარმატება, ემიგრაცია და სიყვარული: "ეს საშინელი ისტორიაა, ამის მოყოლა რთულია, მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი“ 

6 წლიდან ცეკვის სტუდიაში დადიოდა, სადაც პატარა სპექტაკლებსაც დგამდნენ... შემდეგ, როცა პირველი კურსის სტუდენტი იყო, თუმანიშვილის თეატრში, გოგა პიპინაშვილის სპექტაკლში ითამაშა. მერე, მესამე კურსზე, საკურსო სპექტაკლში, გოგი მარგველაშვილის "ზაფხულის ღამის სიზმარშიც" მონაწილეობდა. ეკრანს რაც შეეხება, პატარ-პატარა რეკლამებში და მოკლემეტრაჟიან ფილმებში იღებდა მონაწილეობას. 

  • "ერთმანეთს უფრო მეტად მივეჩვიეთ... ჩვენს ურთიერთობაში სიტყვები ზედმეტი იყო" - ჩცდ-ის მსახიობები დაქორწინებას აპირებენ 

თამარ სხირტლაძე

თამარ სხირტლაძე 1929 წლის 2 მაისს ლაგოდეხში დაიბადა. 1949 დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია, შემდგომში კი გახდა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი.

 მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ სპექტაკლებსა და ფილმებში, როგორებიცაა: „კაცია-ადამიანი?!“, „მოძღვარი“, „მეფე ლირი“, „ადამიანთა სევდა“, „ფესვები“, „ლუკას სახარება“ და „ნუცას სკოლა“.

2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 

"მამას ისე უყვარდა თეატრი, გიჟდებოდა, მაგრამ გოგო და მსახიობი, იმ დროს, როცა ხალხის წარმოდგენით, ყველა მსახიობი “ბოზი” იყო, მისთვის წარმოუდგენელი იყო. ამიტომ ვერაფრით წარმოედგინა, რომ მისი ქალიშვილი მსახიობი გახდებოდა. და ერთხელაც, იმ სპექტაკლზე, რომელშიც ვთამაშობდი, ბიძაჩემმა მოიყვანა ისე, რომ არ უთხრა, მე რომ ვმონაწილეობდი. უი, როგორ ჰგავს ჩემს თამრიკოს ეს გოგო, რომ თამაშობსო, ჩემზე უთქვამს. ბიძაჩემს ბოლოს უთქვამს, ხმა არ ამოიღო, შენი თამრიკოა. რაოო?! და დირექციაში გავარდნილა. ახლავე მოხსენით თეატრიდანო. ახლავე თუ სპექტაკლი რომ დამთავრდება, მერეო, ადმინისტრატორი გახუმრებია. ეგ ისეთი პერსპექტიული მსახიობიაო და ჩემი ისეთი ქება მოუსმენია მამაჩემს, რომ უკან დაუხევია…" - იხსენებდა თამარ სხირტლაძე.