კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
"საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - ნათქვამია განცხადებაში.
რეჟისორის გათავისუფლებას უამრავი მსახიობი გამოეხმაურა, მათ შორისაა ნინო გაჩეჩილაძე, რომელიც სოციალურ ქსელში დოიაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:

დავით დოიაშვილი
დავით დოიაშვილი დაიბადა ლიტერატურათმცოდნე თეიმურაზ დოიაშვილისა და მიმოზა სოსელიას ოჯახში. 1993 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს ინსტიტუტის თეატრის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1998–2001 წლებში იყო თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მთავარი რეჟისორი, 2005 წლიდან — დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 2006-იდან — თეატრის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი. დადგმული აქვს არაერთი ცნობილი სპექტაკლი, განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობის“ დადგმას თავისუფალი თეატრის სცენაზე.
ოჯახი
"ჩემი მეუღლე პატარა იყო, როცა პირველად ვნახე, 15 წლის იყო. მის მამინაცვალთან დიდი ურთიერთობები მქონდა, მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა. 27 წლის რომ ვიყავი, ერთად მივდიოდით გასტროლზე და მქონდა შემოთავაზება, რომ სამი წლით წავსულიყავი ლონდონში და მთავარ ნაციონალურ თეატრში უნდა მქონოდა კონტრაქტი. ვხვდებოდი, რომ თუ იქ წავიდოდი, აღარ დავბრუნდებოდი. დავიწყე ფიქრი, რატომ არ მინდოდა წასვლა. ერთ-ერთი არგუმენტი იყო ქეთი… რადგან მივხვდი, რომ ქეთი იყო ეს არგუმენტი, ძალიან უცებ გადავწყვიტე, მეთქვა, თუ გამომყვებოდა ცოლად, ვრჩებოდი. მოხდა ისე, რომ გამომყვა ცოლად. ძალიან განსხვავებულები ვართ და ალბათ ეს არის, როცა ადამიანები ერთმანეთს ავსებენ. სხვადასხვა გემოვნება გვაქვს, სხვადასხვა რამ მოგვწონს, სხვადასხვანაირი შეხედულებები გვაქვს. ქეთი არის ის ადამიანი, რომელიც სულ ცდილობს, მიწაზე დამსვას და ამის გამო მადლობელი ვარ მისი. ჰარმონია, რომელიც ჩემშია, ქეთის დამსახურებაა." - ამბობდა რეჟისორი.