TIME 100 - ქალები, რომლებიც 2025 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მოხვდნენ - Marao

TIME 100 - ქალები, რომლებიც 2025 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მოხვდნენ

2025-04-22 16:54:14+04:00

Time 100 — ეს არის ყოველწლიური სია, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს და მას ამერიკული ჟურნალ Time აქვეყნებს. სია პირველად 1999 წელს გამოქვეყნდა, როგორც ამერიკელ აკადემიკოსთა, პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა დისკუსიის შედეგი და მას შემდეგ ის გამორჩეულად საჯარო და მასშტაბურ მოვლენად იქცა. სიაში მოხვედრა, როგორც წესი, დიდ პატივად მიიჩნევა, თუმცა Time ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მონაწილეები აღიარებას იღებენ იმისთვის, რომ მათ შეცვალეს სამყარო — განურჩევლად ზეგავლენის დადებითობისა თუ უარყოფითობისა.

  • ბრძოლა იშვიათ დაავადებასთან, პლასტიკურ ქირურგია და ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული - ბელა ჰადიდი

საბოლოო არჩევანს მხოლოდ და მხოლოდ Time-ის რედაქტორები იღებენ, თუმცა ნომინაციები მოდის როგორც წინა წლების Time 100-ის ფიგურანტებისგან, ისე ჟურნალის საერთაშორისო რედაქციის წევრებისგან. ერთადერთი ადამიანი, რომელიც საჯარო კენჭისყრით, მკითხველთა გამოკითხვის საფუძველზე იღებს ადგილს სიაში, არის, ასე ვთქვათ, “Reader’s Poll”-ის გამარჯვებული — ეს გამოკითხვა ოფიციალური სიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე ტარდება. სიის წარდგენასთან ერთად, ყოველწლიური სადღესასწაულო გალა იმართება მანჰეტენში.

  • " გულწრფელად ვიცი, როგორია გატეხილი გული. ბრიტნი მიყვარს და ეს ყოველთვის ასე იქნება" - ჯასტინ თიმბერლეიქისა და ბრიტნი სპირსის სიყვარულის ისტორია

ჟიზელ პელიკოტი

gisele

71 წლის დომენიკ პელიკოს საფრანგეთის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დომენიკ პელიკო ყოფილ მეუღლეს, ჟიზელ პელიკოს 2011-2020 წლებში ნარკოტიკული საშუალებებით აძინებდა და შემდგომ აუპატიურებდა. მამაკაცი მეუღლეს ამ წლების განმავლობაში სხვა მამაკაცებსაც აუპატიურებინებდა. 

72 წლის ჟიზელ პელიკოს თქმით, მას არასდროს უნანია სასამართლო პროცესის დროს საკუთარი სახელის საჯაროდ გამჟღავნება. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში შეიძლებოდა წარმართულიყო, თუმცა ჟიზელ პელიკომ გადაწყვიტა, რომ საქმე გაესაჯაროებინა, რათა სხვა მსხვერპლებს თავი მარტოდ არ ეგრძნოთ. მისი იურისტთა გუნდის თქმით, ეს სირცხვილს ბრალდებულზე გადაიტანდა. 

იმან ხალიფი 

imane

  • მდიდარი მშობლები, ღამის კლუბები და პირველი სიყვარული - ქეით მიდლტონი სამეფო ოჯახამდე 

ალჟირელმა მოკრივე 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 

ოციალური ქსელების არაერთმა მომხმარებელმა გამოთქვა უკმაყოფილება და აქტიური საუბარი დაიწყო იმაზე, რომ ალჟირელი სპორტსმენი ბიოლოგიურად მამაკაცი იყო.

სპორტსმენის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იმან ხალიფა არ იდენტიფიცირდება, როგორც ტრანსგენდერი ქალი და საზოგადოების ნაწილს მასკულინური ქალების დისკრიმინაციაში დასდეს ბრალი.

„მათ უფლება არ აქვთ თქვან, რომ მე ტრანსგენდერი ვარ. ეს დიდი შეურაცხყოფაა ჩემი ოჯახისთვის და არაბული სამყაროსთვის. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მე მუსლიმი გოგო ვარ. თუ ვინმე ბოდიშს მომიხდის, მივიღებ მათ ბოდიშს, მაგრამ მათ, ვინც ბოდიშს არ იხდის, ვუგზავნი მესიჯს - მე ქალი ვარ, ქალად დავრჩები და ჩემი ღირსება ყველაფერზე მაღლა იდგება“. 

ქეით მიდლტონი

kete

გასული წელი ურთულესი აღმოჩნდა ქეით მიდლტონისთვის. მარტში გავრცელდა უელსის პრინცესას ემოციური ვიდეო, სადაც ის სიმსივნის დიაგნოზზე საუბრობდა. უკვე სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ მიდლტონი გამოჯანმრთელდა და ამჯერად რემისიის ფაზაში იმყოფება.

"იანვარში ლონდონში ჩავიტარე მუცლის ღრუს სერიოზული ოპერაცია და იმ დროს ითვლებოდა, რომ ჩემი მდგომარეობა არ იყო სიმსივნური. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ოპერაციის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ კიბო მქონდა."

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრინცესამ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა და ახლა მისი დაავადება რემისიის პროცესშია.

სიმონ ბაილსი

simon

19 ოლიმპიური და მსოფლიო მედლით ბაილისი ამერიკელ ტანმოვარჯიშეებს შორის ყველაზე ტიტულოვანი ტანმოვარჯიშეა. ამ მაჩვენებლით მან შენონ მილერს გადაუსწრო, რომელიც 7 ოლიმპიური და 9 მსოფლიო მედლით 1993 წლიდან ლიდერობდა ამერიკელთა შორის. რიოში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ბაილზი მეექვსე ქალი ტანმოვარჯიშე გახდა, რომელმაც ინდივიდუალურ „all-around“ ღონისძიებაში როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე, ისე ოლიმპიურ თამაშებზეც ოქროს მედალი მოიპოვა. 

მიუჩია პრადა

prada

მიუჩია პრადა, იგივე მარია ბიანჩი, არის იტალიელი მილიარდერი, დიზაინერი და ძვირად ღირებული ტყავის ნაწარმის ბრენდის Prada-ს აღმასრულებელი დირექტორი. მიუჩია პრადამ ბრენდის - Prada-ს მართვის სადავეები ხელში 1977 წელს აიღო და უნიკალურად განავითარა. სწორედ მისი დამსახურებით იქცა მოდის ბრენდი მრავალ მილიარდდოლარიან მოდის იმპერიად.

დემი მური

demi

ჰოლივუდის ვარსკვლავმა დემი მურმა45-წლიან კარიერის განმავლობაში პირველი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო. მან ჯილდო The Substance-შ შესრულები მთავარი როლისთვის მიიღო.