7 თანამედროვე ქართული ფილმი ქალებზე: სევდიანი, რთული, მაგრამ ძლიერი ქალების ამბები - Marao

7 თანამედროვე ქართული ფილმი ქალებზე: სევდიანი, რთული, მაგრამ ძლიერი ქალების ამბები

2025-04-24 14:00:21+04:00

ქალებს ცხოვრებაში უამრავ სირთულესთან და წინააღმდეგობასთან უწევთ გამკლავება - დეპრესია, შიში, ძალაუფლება, ოჯახი და პასუხისმგებლობები, კარიერა და უამრავი სხვა ფაქტორი.

უმეტეს ჩვენგანს სიამოვნებს ჰოლივუდის ულამაზესი ვარსკვლავების დიდ ეკრანზე გამობრწყინება. გვიყვარს მათი ყურება ძლიერი ქალების როლში, თუმცა ქალების ცხოვრებაზე და მათ სირთულეებზე არაერთი ქართული ფილმი მოგვითხრობს. 

  • ნინო გაჩეჩილაძის 5 ყველაზე გამორჩეული როლი: უმშვენიერესი ვარსკვლავის დაუვიწყარი პერსონაჟები 

გრძელი ნათელი დღეები

filmebi

ფილმის პრემიერა გაიმართა 2013 წელს, ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფორუმის პროგრამაში და საავტორო კინოს საერთაშორისო ასოციაციის პრიზით აღინიშნა.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „გრძელი ნათელი დღეები“ ახალი ქართული ტალღის მომასწავებლად მიიჩნიეს, ხოლო ჰონკონგის ფესტივალზე ფილმს ქართული კინოს გაზაფხული უწოდეს. კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანება FIPRESCI-მ კი ფილმს ქართული კინემატოგრაფიის ხელახლა აღორძინების ნიმუში უწოდა.

სანამ მამა დაბრუნდება

  • 10 წყვილი ქართული სერიალებიდან, რომლებიც ჩვენი ოჯახის წევრებად იქცნენ 

„სანამ მამა დაბრუნდება“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ბრიტანეთში, შეფილდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. მოგვიანებით კი, ფილმი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში აჩვენეს.

გაიღიმეთ

smile

ფილმის პრემიერა ვენეციის 69-ე კინოფესტივალზე შედგა. იგი აგრეთვე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები. ფილმი საქართველომ წარადგინა ოსკარის 85-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში, თუმცა  კანდიდატთა სიაში ვერ მოხვდა.

დედე

dede

  • TOP 5 ქართული სერიალი დროის სასიამოვნოდ გასატარებლად 

დედე მარიამ ხაჭვანის 2017 წლის ქართული დრამაა. პრემიერა გაიმართა კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც სპეციალური პრიზიც კი მიიღო.

ჩემი ბედნიერი ოჯახი

ojaxi

ფილმის ძირითადი თემა ქართული ოჯახური თანაცხოვრებაა, მთელი თავისი სირთულეებითა თუ არეული გრძნობებით. ფილმი საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქციაა და მისი პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. მალევე გახდა ცნობილი, რომ Netflix-მა ფილმის დისტრიბუციის უფლება შეიძინა და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ IndiWire-ის 2017 წლის იმ 50 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა, რომელიც Netflix-ზე გავიდა.

ანას ცხოვრება

anascxovreba

მარტოხელა დედა აუტისტი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოდან აშშ-ში გადასვლას ფიქრობს. როცა მას ოფოციალურ გამგზავრებაზე უარს განუცხადებენ, იგი არაოფიციალური გზებით შეეცდება ქვეყნის დატოვებას. ეს კი უამრავ სირთულესთან და რისკებთანაა დაკავშირებული. 

შაშვი, შაშვი მაყვალი

shashvi

პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრები ეთერო არის 48 წლის დაუქორწინებელი ქალი, რომელსაც აქვს საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია. იგი ტკბება საკუთარი თავისუფლებითა და ნამცხვრებით, ემზადება ჭორებისგან თავისუფალი, მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის. თუმცა მისმა სასიყვარულო ურთიერთობამ დისტრიბუტორ კაცთან შეიძლება გაანადგუროს მისი გეგმები.