ტანმოვარჯიშე და ტელესახე ქეთი ხატიაშვილი სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს აქვეყნებს. ის სააღდგომო უქმეებს ოჯახთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად ატარებს და ფოტოებს მეგობრებსაც უზიარებს. "აღდგომის უქმეები ერთად", - წერს ქეთი.




ქეთევან ხატიაშვილის ბიოგრაფია
ქეთევან ხატიაშვილი ქართველი ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანია, რომელიც ფართო საზოგადოებამ 2013 წელს გაიცნო, როდესაც პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეობდა. მაშინ, 2013 წელს მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ახალი წესი შემოიტანეს. პროექტში საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანსაც შეეძლო მონაწილეობის მიღება. ქეთიმ ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებულ მუსიკაზე ვიდეორგოლი გადაიღო, საიტზე ატვირთა და 4 ათასზე მეტი ხმით ლიდერი გახდა.
აქედან დაიწყო ქეთევან ხატიაშვილის ვარსკვლავური ცხოვრება. ქეთიმ მაშინ პროექტში გამარჯვებაც შეძლო, ამ პროექტმა მას საშუალება მისცა, წარმოეჩინა თავისი პროფესიონალიზმი და უშუალობა, რამაც საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.
პირადი ცხოვრება
ქეთი იყო დაქორწინებული ბიზნესმენ ლევან ვადაჭკორიაზე, რომელთანაც ერთი ქალიშვილი, ანასტასია ვადაჭკორია ჰყავს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ქეთი მეუღლეს დაშორდა. ეს წელი ქეთისთვის არაერთი გამოწვევით იყო სავსე - მეუღლესთან განქორწინების გარდა, მას სერიოზული ტრავმა ჰქონდა წელზე, დასჭრიდა ქირურგიული ჩარევაც, რამაც მის საქმიანობაზეც იქონია გავლენა.
ქეთის მეუღლესთან დაშორების მიზეზებზე მას საჯაროდ არასდროს უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ოჯახის დანგრევა მისთვის და მისი ქალიშვილისთვის მარტივი არ ყოფილა.
"ბევრი სირთულე გავიარე – ოჯახის დანგრევა, გაჭირვება; სპორტშიც მქონდა დაბრკოლებები და დეპრესია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ისეთი ქეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ. კარგია, თუ სხვის შეცდომებზე ისწავლი, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ჩვენ, ყველანი, ჩვენს გზას გავდივართ. არ არსებობს ცხოვრების ერთი დადგენილი თეორია. ამიტომ თავად უნდა შეძლო გზის გაკვალვა.
მეხმარებოდნენ, ორივე ბებია ხელს მიწყობდა. მამაჩემი ანასტასიას ყველგან დაატარებდა. მზრუნველი ბაბუა იყო. სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ახლა მე დამყავს იმ ადგილებში, სადაც ბაბუს დაჰყავდა. ანასტასია არის ჩემი გაგრძელება და იმედი", - ამბობდა ქეთი.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ქეთი ხატიაშვილს ურთიერთობა ყოფილ მორაგბე დავით კაჭარავასთან ჰქონდა, რომელიც ამ დროისთვის "ქართული ოცნების" დეპუტატია. წყვილი რომანტიკულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებდა, ბევრს მოგზაურობდა და მეგობრებისგან კომპლიმენტებსაც ხშირად იღებდა.
სულ ცოტა ხნის წინ დავითსა და ქეთის პირველი საერთო შვილი შეეძინათ, რომელსაც ილია დაარქვეს. ახლა კი გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარეს - ისინი კვლავ შვილს ელოდებიან - ისინი გოგონას მშობლები გახდებიან.