"ჩვენი სააღდგომო სუფრა" - აღდგომა ახალგაზრდა წყვილის, გიორგი ცხადაძისა და სალომე ლემონჯავას ოჯახში - Marao

"ჩვენი სააღდგომო სუფრა" - აღდგომა ახალგაზრდა წყვილის, გიორგი ცხადაძისა და სალომე ლემონჯავას ოჯახში

2025-04-20 17:50:49+04:00

"გილოცავთ, ვინც აღნიშნავთ... ჩვენი სააღდგომო სუფრა გაზაფხულია", - წერენ სოციალურ ქსელში გიორგი ცხადაძე და სალომე ლემონჯავა. ახალგაზრდა წყვილმა დღესასწაული შვილთან, პატარა ნენესთან ერთად ულამაზესი დეკორაციებითა და დადებითი განწყობით აღნიშნა. გიორგიმ და სალომემ ფოტოები მეგობრებსაც გაუზიარეს:

tsakadaze

სალომე ლემონჯავა და გიორგი ცხადაძე

გიორგი ცხადაძე და სალომე ლემონჯავა - ორი წარმატებული და მრავალმხრივი პროფესიონალი, რომლებიც არა მხოლოდ თავიანთი ინდივიდუალური კარიერით, არამედ ერთმანეთისადმი სიყვარულითაც გამოირჩევიან. მათი ურთიერთობა და ოჯახური ცხოვრება საზოგადოების ყურადღებას ხშირად იქცევს, რადგან ისინი გულწრფელად და ღიად საუბრობენ თავიანთ გამოცდილებაზე, სირთულეებსა და წარმატებებზე.

გიორგი ცხადაძე

გიორგი ცხადაძე ცნობილი ქართველი მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანია. მისი კარიერა თეატრალურ სცენაზე დაიწყო, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გარდა ამისა, გიორგი აქტიურად მონაწილეობს მუსიკალურ პროექტებში და ტელეგადაცემებში, რაც მის მრავალმხრივ ნიჭს და პოპულარობას უსვამს ხაზს.

  • ერთი შვილი, ზღაპრული სიყვარული და ბედნიერი ოჯახი: გიორგი ცხადაძისა და სალომე ლემონჯავას სიყვარულის ისტორია 

"ხონში დავიბადე, მაგრამ მერე ჩემი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ბაბუა სოფელში ცხოვრობდა და მასთან რომ ჩავდიოდი, მუდმივად მესმოდა ლაპარაკი სოფლის პრობლემაზე. მხოლოდ ერთი ტრაქტორი ჰყავდათ, მიწის დამუშავებას კი ყველა ჩქარობდა. ეს ერთი ტრაქტორი მოზღვავებულ საქმეს ვერ აუდიოდა და ამიტომაც ვფიქრობდი, რომ გავიზრდებოდი, ტრაქტორისტი გავხდებოდი და ყველას ყანას მე დავხნავდი. მსახიობობა მოგვიანებით გადავწყვიტე. ჩემს ოჯახში ყველანი მღერიან. მამა პირველად ფილარმონიის სცენაზე რომ ვნახე, შინ დაბრუნებულმა სახლში გავიმეორე, რასაც ის სცენაზე აკეთებდა. მერე იყო "ერისიონის" ცნობილი კლიპი "შატილის ასულო", მერე რამდენიმე სიმღერაც ჩავწერე. მოკლედ, პოპულარული ბავშვი ვიყავი.

"ასე გამოიყურება ევროპული ოჯახი" - გიორგი ცხადაძისა და სალომე ლემონჯავას ოჯახური კადრები 

სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში ვცადე ბედი და გამიმართლა. ნუკრი ქანთარიას ჯგუფში აღმოვჩნდი. დღეს ჩემი თავი სხვა სფეროში ვერც წარმომიდგენია. მცირე ხანს ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი. ოფისში რამდენჯერმე სიმღერა წამოვიწყე და მივხვდი, ჩემი ადგილი იქ არ იყო. 2 წელია, "ახმეტელის თეატრში" ვთამაშობ. აქ რეჟისორმა ირაკლი გოგიამ მომიყვანა. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვმუშაობ, თავიანთი საქმე ძალიან უყვართ, თავდაუზოგავად შრომობენ, მე ვგრძნობ ყველა პარტნიორს და ეს მნიშვნელოვანია" - ამბობდა გიორგი ერთ-ერთ ინტერვიუში.

lemonjava

სალომე ლემონჯავა

სალომე ლემონჯავა აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტია, რომელმაც ბავშვობაში მძიმე გამოცდილება მიიღო - მისი ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა აფხაზეთი, როდესაც სალომე მხოლოდ ერთი წლის იყო. ამ ამბავმა დიდი გავლენა მოახდინა მის პიროვნულ განვითარებაზე და პროფესიულ არჩევანზეც. სალომე აქტიურად მუშაობს მედიაში და ხშირად საუბრობს დევნილთა პრობლემებზე, რაც მის საზოგადოებრივ აქტივიზმს უსვამს ხაზს. 

სიყვარულის ისტორია

გიორგიმ და სალომემ ერთმანეთი პროფესიულ გარემოში გაიცნეს, მათი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა და მალე ოჯახური კავშირით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ხშირად განიხილავდნენ მათ ურთიერთობას, გიორგი და სალომე საკუთარ ცხოვრებაზე საჯარო ინტერვიუებში იშვიათად ლაპარაკობენ. სალომე განმარტავდა, რომ ამის მიზეზი ადამიანებისგან წამოსული აგრესიაა: 

  • „ამასობაში კი 8 წელი გავიდა ჩვენი ერთად ყოფნის დღიდან; მიყვარხარ, მეამაყები და მინდა სულ ასეთი ბედნიერი იყო“ - გიორგი ცხადაძე მეუღლეს ერთად ყოფნის 8 წელს ულოცავს 

"რომ დავოჯახდით, ჩემს ვიზუალზე წერდნენ: „სიყვარული ბრმაა, მაგრამ არც ასეთიო“ - რას მერჩოდით?" - ამბობდა სალომე ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში. 

გიორგისა და სალომეს ბედნიერი ოჯახი უკვე 8 წელს ითვლის. მათ ერთი ქალიშვილი, ნენე ჰყავთ, რომლის ცხოვრებასა და აღზრდაშიც მშობლები აქტიურად არიან ჩართულები. გიორგი და სალომე ყოველთვის ნენეს გვერდით არიან ბაღის გამოსაშვებ საღამოებზე, დღესასწაულებზე, მასთან ერთად ატარებენ უქმეებსაც და ოჯახურ კადრებს მეგობრებსაც ხშირად უზიარებენ.