ანუკი არეშიძე და კახა კალაძე აღდგომის დღესასწაულს ეკლესიაში შეხვდნენ. მათ ფოტოები სოციალურ ქსელშიც გააზიარეს.



ანუკი არეშიძე და კახა კალაძე
ანუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს: “მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ - ამბობდა ანუკი.
ანუკი არეშიძემ საკუთარ ვლოგში კიდევ ერთხელ გაიხსენა, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე: "კახას მილანში შევხვდი. პირველი ერთი თვის მანძილზე მეგობრული ურთიერთობა გვქონდა მხოლოდ მოკითხვით - როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდება... ამას ვერ ვხსნი, მაგრამ ერთი თვის შემდეგ რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ მისთვის უფრო მეტი ვიყავი, ვიდრე მეგობარი... პირველი წელიწად-ნახევარი მილანში ვცხოვრობდით", - ამბობს ანუკი.
"მილანში როგორც მოდელი, ისე ჩამოვედი და სულ ვფიქრობდი, ნეტა მალე გავიდეს ეს 3 თვე-მეთქი, დეპრესიული და ნაცრისფერი იყო ჩემთვის ყველაფერი. მერე გავიცანი კახა... პირველი წელიწად-ნახევარი აქ ვცხოვრობდით, პირველი ორსულობა მარტომ გავატარე თითქმის, კახა სულ შეკრებებზე იყო, ბაზაზე რჩებოდა. იმ მომენტში ვერ ვხვდებოდი, რა რთული პერიოდი გავიარე, რთული ორსულობა მქონდა, მეოთხე თვიდან დავიწყე კვება...
ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტები მე ამ ქალაქში გავიარე, ყველაფერი აქ დაიწყო. ენა ჩემით ვისწავლე, ბევრ შეცდომას ვუშვებდი, ბევრს დამცინოდნენ, მაგრამ არ მქონდა მაგის კომპლექსი და არ გავჩერებულვარ", - იხსენებს ანუკი არეშიძე.
ანუკი არეშიძის ბიოგრაფია
ანუკი არეშიძე დაიბადა 1989 წლის 1 ივლისს თბილისში. მისი ადრეული წლები გამოირჩეოდა მოდის სამყაროს შესწავლისა და გაგების სურვილით, რამაც საბოლოოდ მიიყვანა იგი ამ სფეროში ფორმალური განათლების მიღებისკენ.
თავისი უნარების დახვეწისა და გლობალური მოდის ინდუსტრიის უფრო ღრმად შეცნობის მიზნით, არეშიძე იტალიაში გაემგზავრა, სადაც ჩაირიცხა ცნობილ მოდის სკოლებში. სწავლობდა Istituto Marangoni-სა და Accademia del Lusso-ში მილანში.
მილანში გატარებული დრო დაეხმარა არეშიძეს გაერკვია მოდის სამყაროს სირთულეები, დიზაინის პროცესიდან წარმოებამდე და მარკეტინგამდე. სწორედ აქ დახვეწა მან კლასიკური და თანამედროვე სტილის შერწყმის უნარი და დაიწყო უნიკალური დიზაინის ენის შემუშავება, რომელმაც მოგვიანებით მისი ბრენდი განსაზღვრა... გაგრძელება