ცნობილი სტუმრები ულამაზესი საღამო - თეონა თავართქილაძემ იუბილე ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა - Marao

ცნობილი სტუმრები ულამაზესი საღამო - თეონა თავართქილაძემ იუბილე ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა

2025-04-22 10:45:47+04:00

დიზაინერმა თეონა თავართქილაძემ 19 აპრილს დაბადების დღე მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა. სოციალურ ქსელში დაბადების დღის არაერთი კადრი გავრცელდა. სტუმრებს შორის დიზაინერი მაკა ასათიანიც იყო. 

  • "ბებოს და ბაბუს გოგო" - თეონა თავართქილაძე შვილიშვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს 

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე

რეზი არველაძის მეუღლე წარმატებული დიზაინერი თეონა თავართქილაძეა, წყვილი უკვე 29 წელია, რაც ერთადაა.

„ჯერ კიდევ ერთი სასწავლო წელი მქონდა დარჩენილი, როცა გავთხოვდი. მე და რეზი ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და როგორ გადაიზარდა ურთიერთობა სიყვარულში, ვერ მივხვდით. როცა აღმოვაჩინეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით.

  • "უსაყვარლესი სოფია" - რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის შვილიშვილის ახალი ფოტოები დიდ მოწონებას იმსახურებს 

რეზი მაშინ გერმანიაში თამაშობდა, მე საფრანგეთში ბოლო კურსზე ვსწავლობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ. გვენატრებოდა ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ვერ ვნახულობდით. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ერთმანეთის ქალაქებში წასასვლელად ვიზებს ველოდებოდით. მე ბევრი სამეცადინო მქონდა, რეზის უამრავი მატჩი, ვარჯიში“, - ამბობდა თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • თეონა და რეზი ბებია-ბაბუის ამპლუაში - სახალისო კადრები პატარა სოფიასთან ერთად 

კრიზისული პერიოდი თითქმის ყველა წყვილის ცხოვრებაშია, თუმცა რეზისა და თეონას მსგავსი დაბრკოლებები ნაკლებად ჰქონდათ, რაც, დიდწილად, რეზის იუმორის დამსახურებაცაა: 

"მე მგონი, ჩვენ მშვიდად გადავიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი. ჩვენი მეგობრები იხდიან ქორწინების 25 წლისთავს, შეკრებილები ვიყავით და ამაზე ვსაუბრობდით, კრიზისებზე, შერიგებებზე, გაშორებებზე. ჩუმად ვიჯექი და მომერიდა ხმის ამოღება, რადგან მართლა არასდროს გვიჩხუბია. არ მქონდა არაფერი მოსაყოლი და ვიჯექი ჩუმად. ეს უფრო რეზიკოს ხასიათის დამსახურებაა, მისი იუმორის გრძნობის. ყოფილა შემთხვევა გავბრაზებულვარ რაღაცაზე, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის; რომ გაბრაზება არ გამოდის, უცებ გადაგივლის", - იხსენებდა თეონა. 

რეზის და თეონას ორი ვაჟი, ნიკა და ვატო ჰყავთ, რომლებიც უკვე დიდები არიან და დამოუკიდებელი ცხოვრება აქვთ: 

"ბედ­ნი­ე­რე­ბა სიყ­ვა­რუ­ლია. სიყ­ვა­რულ­ში ვგუ­ლის­ხმობ ყვე­ლა­ნა­ირ სიყ­ვა­რულს, შვი­ლე­ბის მი­მართ უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის სიყ­ვა­რუ­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. როცა გრძნობ, რომ გიყ­ვარს, ამ დროს ხარ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი.

შვი­ლე­ბი უკვე გა­ი­ზარ­დნენ და და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რო­ბენ სა­ზღვარ­გა­რეთ. ერთი ფეხ­ბურთს თა­მა­შობს პო­ლო­ნე­თის უმაღ­ლეს ლი­გა­ში. მე­ო­რეც მუ­შა­ობს. ადრე ძა­ლი­ან ხში­რად ვი­ყა­ვი მათ­თან, მაგ­რამ ახლა იმ­დე­ნად ვერ ვა­ხერ­ხებ ხოლ­მე შვი­ლებ­თან ჩას­ვლას, რომ უკვე თვი­თონ მე­კი­თხე­ბი­ან, რო­დის ჩა­ვალ.

ძა­ლი­ან მინ­დო­და, ქა­ლიშ­ვი­ლი მყო­ლო­და... ისე გა­მო­ვი­და, რომ არც მე მყავს გო­გო­ნა და ჩემ გარ­შე­მოც ყვე­ლას ბი­ჭე­ბი ჰყავთ. ამი­ტომ ამას უნდა და­ვარ­ქვათ აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა", - ამბობდა თეონა.