ცეკვავენ ვარსკვლავების“ არაერთი სეზონის მონაწილე ჯულიანა ბარგნარი ბევრისთვის საყვარელი მოცეკვავეა. ჯულიანა ეროვნებით ასურელია, თუმცა საქართველოში დაიბადა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის რუსეთში ცხოვრობდა, თუმცა 6 წლის ასაკში უკან დაბრუნდა და სამი წლის შემდეგ ცეკვაც დაიწყო.
ჯულიანას მამა, ვალერი ბარ-გნარი, საქართველოში გაიზარდა. დედა კი აზერბაიჯანელია. ბაბუა რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ საქართველოში დასახლდა.
ჯულიანას ერთი ძმა, ვოვა ჰყავს, რომელიც ძმა ვოვა, რომელიც პეტერბურგში ცხოვრობს, ჰყავდა ასევე და ირინა, რომელიც 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დეიდას უნდოდა, რომ მოცეკვავე ყოფილიყო. თბილისის 30-ე სკოლაში სწავლობდა, სადაც აერობიკაზე დაიწყო სიარული და პარალელურად თანამედროვე ცეკვებზეც დადიოდა. მისი მეგობრები ლათინურ-ამერიკულ ცეკვებზე დადიოდნენ და სრულიად შემთხვევით ჯულიანაც მიიწვიეს ერთ-ერთ კონკურსზე. მაშინ ცხრა წლის იყო.
"სამეჯლისო ცეკვები პირველად რომ ვნახე, მივხვდი, შინაგანად რაღაც აინთო ჩემში. იმასაც მივხვდი, რომ ეს ცეკვები ჩემი იყო. იმ კონკურსზე ვინც პირველი, მეორე და მესამე ადგილი დაიკავა, ყველას ერთი პედაგოგი ჰყავდა. გავიგეთ, სად იყო ის მასწავლებელი და მასთან მივედი. ოთხი წელი ვცეკვავდი. მერე ის მოსკოვში გადავიდა და სტუდია "თელაში" დავიწყე ცეკვა. რაღაც პერიოდი ცეკვის სხვა ფედერაციაში დავდიოდი. მერე, როდესაც ოთო ფოლადაშვილთან დავდექი წყვილში, ისევ "თელაში" დავბრუნდი და ახლა ამ სტუდიაში ერთ-ერთი მასწავლებელი ვარ" - ამბობდა ჯულიანა.
საზოგადოება კარგად იცნობს ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სატელევიზიო წყვილსაც. ისინი უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიონალი მოცეკვავეების ამპლუაში მონაწილეობას იღებენ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და საკუთარი ცეკვის სტუდია oTo&Juliana Project-ი აქვთ.
მათი ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. ამბობდნენ იმასაც, რომ მათ ფარული რომანი აქვთ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავენ. მიუხედავად ამისა, არც ოთო და არც ჯულიანა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ამ დრომდე არ საუბრობენ.
"არ მინდა, ჯულიანა ბარგნარი პირადი ცხოვრების გამო იყოს საინტერესო. ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, რაც არანაკლებ საინტერესოა მაყურებლისთვის. პირადი მხოლოდ ჩემთვის, ჩემი მეორე ნახევრისა და ჩვენი უახლოესი მეგობრებისთვის მგონია საინტერესო და არ მინდა, საჯაროდ გამოქვეყნება. როცა სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამ, ყველა გაიგებს, მაგრამ ძალიან დეტალებში მერეც არ შევალ.
თუ ადამიანს უყვარხარ, არჩევანის წინაშე არ დაგაყენებს. საყვარელი ადამიანი მე და ჩემს ინტერესებს პატივს უნდა გვცემდეს. სიყვარული მარტო ლტოლვა ხომ არ არის?! საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი, რომელშიც ძალიან წარმატებული ვარ და რომლითაც ვსუნთქავ, თუ მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს არ ვუყვარვარ. სიყვარული ჩემთვის ცოტა სხვა რამეა და როცა სიყვარულია, ასეთი რადიკალური დათმობები საჭირო არ მგონია.
თუ ქიმია არ იქნება, იქ ვერაფერი დაიწყება. მგონია, რომ სიყვარულს ბევრი ეტაპი აქვს. დასაწყისში არსებული ქიმია მთელი ცხოვრება არ გასტანს, თუ არ იქნება პატივისცემა, ნდობა და ერთგულება. ჩემი აზრით, ეს სამი ასპექტი ინარჩუნებს და ავითარებს სიყვარულს. შესაძლოა, მუშაობა სიყვარულთან მიმართებით ცუდად ჟღერს, მაგრამ მგონია, რომ ორივემ უნდა ვიზრუნოთ მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე" - ამბობდა ჯულიანა ერთ-ერთ ინტერვიუში.