კიდევ ერთი ქართველი Harper's BAZAAR -ის გარეკანზე: თემურ ბაბლუანის შვილიშვილის, ნასტასია ლეგრან-ბაბლუანის შთამბეჭდავი კარიერა და ცხოვრება - Marao

კიდევ ერთი ქართველი Harper's BAZAAR -ის გარეკანზე: თემურ ბაბლუანის შვილიშვილის, ნასტასია ლეგრან-ბაბლუანის შთამბეჭდავი კარიერა და ცხოვრება

2025-04-23 14:27:12+04:00

ფრანგული Harper's BAZAAR-ის მაისის ნომრის გარეკანზე ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის შვილიშვილი, ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი მოხვდა. უმშვენიერესი ახალგაზრდა მოდელის ფოტოები სოციალურ ქსელში დედამ, ასევე ცნობილმა სახემ, ოლგა ბაბლუანმაც გააზიარა.

legran-babluani

ვინ არის ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი

ნასტასია ლეგრანი ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ტელეწამყვანის, ოლგა ბაბლუანისა და ასევე ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, მსახიობის, მწერლისა და სცენარისტის, თემურ ბაბლუანის შვილიშვილია. მისი დედა, ოლგა ბაბლუანი ასევე საქართველოში ცნობილი ტელეწამყვანია. ნასტასია ლეგრანი 20 წლისაა, თუმცა უკვე მოახერხა სამოდელო სფეროში საკუთარი სიტყვის თქმა და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. ის, მატილდა გვარლიანის კვალდაკვალ, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი მოდელია, რომლის კარიერული მიღწევებითაც თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ. 

  • თემურ ბაბლუანის შვილიშვილის გასაოცარი წარმატებები: ვინ არის 20 წლის მოდელი, ნასტასია ლეგრანი 

Models.com-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მოდელი, ნასტასია ლეგრანმა კარიერა პარიზში,  Women Management Paris-დან დაიწყო. თანამშრომლობს ისეთ ცნობილ სამოდელო სააგენტოსთან, როგორიცაა Women Management Milan. ნასტასია ლეგრანი გამოვიდა ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიცაა, Alaïa (S/F2025 Show), Courreges (F/W 25 Show), Dries Van Noten (F/W 25 Show), Chloe (F/W 25 Show), Schiaparelli (F/W 25 Show), Louis Vuitton (F/W 25 Show), Chanel (F/W 25 Show) და სხვ.

ნასტასია საფრანგეთში, პარიზში ცხოვრობს, იქ სწავლობს და საქმიანობს, თუმცა დედასთან და დასთან ერთად ხშირად სტუმრობს საქართველოსაც. მისი დედა, ოლგა ბაბლუანი ამბობდა, რომ სურს, მის შვილებს ჩვენს ქვეყანასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ: 

„ძა­ლი­ან მინ­და, რომ ჩემს შვი­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ჰქონ­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბა და არ და­კარ­გონ. ახლა სამი კვი­რით ვი­ყა­ვი პა­რიზ­ში წა­სუ­ლი და რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, ისე მეჩ­ქა­რე­ბო­და ჩა­მოს­ვლა, რომ ერთი სული მქონ­და, რო­დის ჩავ­ჯდე­ბო­დი თვითმფრი­ნავ­ში და ოთხ სა­ათ­ში თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბო­დი. ჩემი შვი­ლე­ბის უფ­როა პა­რი­ზი, ნამ­დვი­ლი ფრან­გე­ბი არი­ან.

ნასტასია, მიუხედავად იმისა, რომ კარიერულად სულ უფრო ვითარდება, სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა და საკუთარ ფოტოებს იშვიათად აზიარებს. ინსტაგრამზე მხოლოდ სამიათასამდე გამომწერი ჰყავს და ცხოვრების მშვიდ სტილს ირჩევს. 

ცოტა რამ ოლგა ბაბლუანის შესახებ 

მამის შემდეგ, საქართველოში ყველაზე ცნობილი ბაბლუანია, რაც მისი სატელევიზიო კარიერითაცაა განპირობებული. მისი ცხოვრება თავიდან მეტწილად კინოსთან იყო დაკავშირებული. ოლგა მსახიობია, თამაშობდა „13“-ში, „მემკვიდრეობაში“, ძმასთან და მამასთან ერთად მუშაობდა სხვადასხვა ფილმზე. რამდენიმე წლის წინ კი ჰქონდა საავტორო გადაცემა „რა დროს ძილია?!“,  სადაც უფრო მეტად კულტურასა და სოციალურ საკითხებზე საინტერესო სტუმრებთან ერთად მსჯელობდა. 

ოლგას ორი გოგონა ჰყავს, ლიანა ბაბლუანი და ნასტასია ლეგრანი.

სრულად ბაბლუანების ქართულ-ფრანგული ოჯახის შესახებ: გზა სვანეთიდან პარიზამდე: ყველაზე წარმატებული კინო-ოჯახის, ბაბლუანების პარიზული ცხოვრებისა და წარმატების საინტერესო ამბები