მარიამ გეგუჩაძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო. მარიამი აქტიურად ჩანდა დედის, ნანუკა ჟორჟოლიანის საავტორო გადაცემაში, სადაც საკუთარი რუბრიკა ჰქონდა. მოგვიანებით მარიამი ეკრანებიდან გაქრა და საზღვარგარეთ სწავლა განაგრძო.
დღეს ის სამოქალაქო აქტივისტია, ჩართულია ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში. დედასთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად ღიად გამოხატავს პოზიციას საქართველოს ევროპული მომავლისა და ევროინტეგრაციის შესახებ.
მარიამი აქტიურია სოციალურ ქსელშიც და გამომწერებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. ის დროდადრო სწორი კვების, ჯანსაღი ცხოვრების სტილისა და მენტალური ჯანმრთელობის შესახებაც წერს.
ამჯერად მარიამი წონის კლების საკუთარი გამოცდილების შესახებ საუბრობს და, როგორც ის აღნიშნავს, მის შემთხვევაში ყველაზე ეფექტური OMAD დიეტა აღმოჩნდა:
ამ დიეტის დროს შესაძლებელია სასმელების დალევა, რომელიც არ შეიცავს შაქარს და კალორიებს, შესაბამისად, დასაშვებია წყალი, ჩაი ან თუნდაც ყავა.
ეს დიეტა გულისხმობს დღეში მხოლოდ ერთი კერძის მირთმევას. OMAD დიეტა გარკვეულწილად ძალიან ჰგავს წყვეტილ კვებას. საკვები შეიძლება მიირთვათ საუზმეზე ან ლანჩზე. იგი უნდა იყოს მდიდარი საკვები ნივთიერებებით და ვიტამინებით. რაციონი უნდა აერთიანებდეს ხილსა და ბოსტნეულს.
როგორ მუშაობს OMAD დიეტა?
სქემა ასეთია: 24-საათიან პერიოდში მხოლოდ 1 საათიანი "კვების ფანჯარა" გაქვს. დანარჩენი 23 საათის მანძილზე არ იღებ კალორიებს (შეგიძლია დალიო წყალი, უშაქრო ყავა ან ჩაი), მაგალითად, თუ ჭამას იწყებ საღამოს 6 საათზე, 6-დან 7-მდე ივახშმებ, შემდეგ კი არ ჭამ 23 საათის განმავლობაში — მეორე დღემდე.
რას ჭამ OMAD-ის დრო?
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთჯერ ჭამ, მაინც მნიშვნელოვანია:
დადებითი მხარეები
მარიამი პატარა ასაკიდანვე აქტიურად იყო ჩართული დედის საქმიანობაში. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა ნანუკას გადაცემაში საკუთარი რუბრიკა ჰქონდა და მაყურებელს წარმატებულ და საინტერესო ახალგაზრდებს აცნობდა. როგორც ცნობილია, მარიამმა კარგი განათლება ჯერ საქართველოში, შემდეგ კი საზღვარგარეთ მიიღო. კერძოდ, სწავლა ბუდაპეშტში, ამერიკულ სკოლაში გააგრძელა:
"დღეს დილით მარიამის სკოლიდან მივიღე წერილები! ვიდრე ბოლომდე ჩავიკითხე, ნერვიულობისგან მთავარი გამომრჩენია და თავიდან გადავიკითხე! მეუბნებიან, რომ გამორჩეული ბავშვია და .... მერიდება დავწერო, კიდევ რას მწერენ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სკოლამ ის წარადგინა Leadership Ambassador კურსებზე! Harvard, Johns Hopkins, Standford, George Washington University, or University of Chicago, Tulane უნივერსიტეტებში! ვინაიდან ყველასგან მოვიდა პასუხი მიღებაზე, მისი არჩევანის დროა და ის ირჩევს Harvard-ს! ეს ის შემთხვევაა, როდესაც კითხვა "რას ვგრძნობ?" დროულია! ეს რა მაგარი შეგრძნება ყოფილა" - წერდა ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში 2014 წელს.
მას შემდეგ, რაც მარიამმა სწავლა საზღვარგარეთ დაასრულა, საქართველოში დაბრუნდა და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით გააგრძელა საქმიანობა. ის ხშირად ჩნდება სხვადასხვა აქციაზე, საპროტესტო გამოსვლასა თუ დემონსტრაციაზე და ღიად აფიქსირებს საკუთარ განწყობას ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ.
მარიამმა ერთ-ერთ ინტერვიუში დეპრესიასა და რთულ პერიოდზე ისაუბრა:
აქვს ჩემი პრობლემები, მათ შორის, მენტალური ჯანმრთელობის. პირველად აშშ-ში დამეწყო პანიკური შეტევები და მძიმე დეპრესია. მთავარი მაშინ ის იყო, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რომ არსებობდა პანიკური შეტევები. დაგუგვლისაც მეშინოდა. მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ გუგლის საშუალებით დიაგნოზის დასმა არ არის სწორი. მთელი ენერგია გადამქონდა სწავლაში. სამაგიეროდ, სხვა ცხოვრება არ მქონდა… ეს შეგრძნებები მახსოვს ეტაპებად, რადგან ძალიან დიდი ხანი ვცდილობდი მათ დავიწყებას. როცა ვლაპარაკობდი, არ მქონდა იმის განცდა, რომ მე ვაკონტროლებდი ამას, მეგონა, ავტომატურად ხდებოდა.