მე და სერგო ზუსტად ათი თვეა, რაც დავქორწინდით. ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდში ვიცოდი, რომ მამამისი ლოთი იყო და ოჯახს ხშირად ამწარებდა, მაგრამ იმ იმედით, რომ რძლის მოყვანის შემდეგ მაინც მოერიდებოდა, ეს ფაქტი პრობლემად არ მომჩვენებია.
თავიდან ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა. ოჯახში ისეთი სიტკბო გვქონდა, რომ ხანდახან იმასაც ვფიქრობდი, ამ კაცს ხომ არ უგონებდნენ-მეთქი. დაახლოებით ორი თვის შემდეგ სახლში დაბრუნებულს საზარელი სურათი დამხვდა. ბატონი გენო ჩემს დედამთილს სასიკვდილოდ სცემდა. ჩემ დანახვაზე ხელი გაუშვა და სახლიდან გაიქცა.
სრულად იხილეთ:www.reitingi.ge