"ქალებო, ეს შეგვიძლია სავარჯიშო დარბაზის გარეშე, სახლშიც ვაკეთოთ, ძალიან საჭირო და სასარგებლო ვარჯიშია ,ასაკში მითუმეტეს! შეგიძლიათ დაიწყოთ ნაკლები ჩაკუზვით! ეს ვარჯიში გვიცავს ოსტეოქონდროზისაგან, ჰორმონალური დისბალანსისაგან და, რაც მთავარია, თითქმის ყველა კუნთი მუშაობს! ბედნიერება და ჯანმრთელობა, ჩემო საყვარელო ქალებო!" - წერს სოციალურ ქსელში ნუცა შანშიაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.

ნუცა შანშიაშვილი - ბავშვობა და ოჯახი
ნუცა შანშიაშვილი დაიბადა თბილისში, ხელოვანთა ოჯახში. მისი დედა მელომანი იყო, მამა კი თეატრისა და კინოს დიდი მოყვარული. ამ გარემომ ხელი შეუწყო ნუცას, დაინტერესებულიყო ხელოვნებით და თავადაც ეს გზა აერჩია.
ნუცამ სკოლის პერიოდიდანვე გამოიჩინა თავი, როგორც აქტიურმა და ნიჭიერმა მოსწავლემ. სწავლობდა მუსიკალურ სკოლაში, პარალელურად თეატრალურ დადგმებშიც მონაწილეობდა. სკოლის შემდეგ სწავლა გააგრძელა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სადაც მსახიობის პროფესია აირჩია. ამ პერიოდში დაიწყო მისი პროფესიული ჩამოყალიბება, როგორც არტისტისა და შემოქმედის.
პირველი ნაბიჯები სცენასა და ეკრანზე
ნუცას კარიერის დასაწყისი არ ყოფილა მარტივი, თუმცა მისი უნიკალური ხედვა, დამაჯერებლობა და შთამბეჭდავი ემოციური დიაპაზონი მალევე გახდა შესამჩნევი. მონაწილეობდა მცირე თეატრალურ დადგმებში, სარეკლამო რგოლებში, მოგვიანებით კი სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში.
ნუცა აქტიურად არის ჩართული სოციალურ პროექტებში. უჭერს მხარს ქალთა გაძლიერებას, ახალგაზრდების განათლებას და ხელოვნების ხელშეწყობას რეგიონებში. მისი გამოსვლები საჯარო სივრცეებში ხშირად ეძღვნება კულტურულ განვითარებასა და ინკლუზიურობას.
"2023 ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დატვირთული წელი იყო... ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ალბომი "მე და როიალი" გამოვუშვი, რომელშიც შესულია მსოფლიო ჰიტები, ქართული კომპოზიციები, ასევე ჩემი სიმღერები... ამ ყველაფერში მეხმარება ჩემი უძვირფასესი ადამიანი, ძალიან მაგარი მეგობარი და პატარა პროდიუსერი, უნიჭიერესი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ გაჩერება არ მჩვევია. არ შემიძლია და ვერ წარმომიდგენია, ხელოვანმა როგორ არ უნდა შექმნა რაღაც..." - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ნუცა.
ნუცა სოციალურ ქსელში აქტიურობითაც გამოირჩევა - მის პირად გვერდზე ხშირად შეხვდებით სასარგებლო რჩევებს ქალებისთვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, თავის მოვლისა და თუ უბრალოდ მოტივაციის ამაღლებისთვის.
"ჩემი ენერგიის საიდუმლო, ალბათ, უდიდესი რწმენაა, იმ ენერგიის, რომელიც გვამოძრავებს. კონტაქტი ამ ენერგიასთან, ლოცვები. ალბათ, ეს უზენაესი, ღვთაებრივი ენერგია აღვიძებს ჩემში მოძრაობის სურვილს", - ამბობდა ის.