"კარგი გოგო ელენე!
-მოიცა, მამარდას ელენე გეყოლება ყდაზე?
- აქ არის?
-ვინ იღებს?
-რას იცვამს?-
სად იღებ?
- როგორია? ლამაზია? მაღალია? თმა მართლა ასეთი ხვეული აქვს?
-გადაიღე?
-კარგი გამოვიდა?
- რაო, გიპასუხა კითხვებზე?
-თინას ლექსი მამარდაზე წააკითხე?
- როგორი გოგოა?
არ წყდებოდა კითხვების კორიანტელი ჩემი, „სითის“ და, ცხადია, ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივართა მხრიდან. მოკლე პასუხი ამ კითხვებზე სათაურშია.
მეგობრებო, კარგი გოგოა ელენე, ძალიან კარგი. პირველად ყდის გადაღებაზე ვნახე. ყდის გადაღებას რომ სჩვევია მომზადება, აი, იმ მომზადების გარეშე. ელენე მარიამ ხუციშვილისგან გავიცანი, მეიქაფ არტისტისგან. მასთან იყო მისული მაკიაჟისთვის. ეს შარშან ზაფხულში ხდებოდა. მე იმხანად რაღაც საქმეებში ვიყავი ჩართული და ჩემი სიყვარულის და მადლიერების გამოსახატად, ელენეს პატარა საჩუქარი გავუგზავნე. მოგვიანებით, ინსტაგრამზე მომწერა, ზრდილობიანად, დიდი მადლობა, ეკაო. მერე დავმეგობრდით ინსტაგრამზე და ასე შორიდან ვათვალიერებდით ერთმანეთის სთორებს.
ჩემდა სამწუხაროდ, კარგად ვერ ვერკვევი ფეხბურთში. საქართველოს ნაკრების ირგვლივ ჩვენი საერთო სახალხო სიხარული რომ დაიწყო, ჩემი ფეხბურთის ფანატი მეგობრები (განსაკუთრებით აქტიურობდნენ ბაია გადაბაძე და ნინი გოგოლაძე!) ლამის ყოველდღე მწერდნენ - მიდი რა, გააკეთე სითი-ფეხბურთი, აქ ვართ, დაგეხმარებითო.
გავაკეთებ, დრო მომეცით, გავაკეთებ და მივუახლოვდები ჩემებურად, „სითურად“. ეს „ ჩემებურად და სითურად“ ელენე გამოვიდა. აი, ერთ დილას გავიღვიძე და უცებ ყდაზე ახალი გოგო მომინდა. გადავქექე გუგლი. ჰო, ინტერვიუ არავის აუღია, ყდის ფოტოსესიაც არსად ჰქონია - ეგ არის! დავიწყეთ მიმოწერა. იოლად დამთანხმდა, პირობების, გაპრანჭვებისა და დროის უაზროდ გაწელვის გარეშე. ასე მარტივად და თავისუფლად დიდ ხანია არ მიმუშავია არავისთან.
სტუდიაში რომ მივედი, უკვე იქ იყო. დიდი, დიდი, ხუჭუჭა თმით, მომნუსხველი და ცოტა ჰოლივუდური ღიმილით, ზემოთ აქაჩული თვალებით (ცოტათი დევა კასელს ჰგავს, მგონი) იდეალური აღნაგობითა და მზაობით, ემუშავა კარგად და დაგვყოლოდა ყველა კადრზე.
კარგი გოგოა - გავიფიქრე ჩემთვის და გადაღებების ბოლომდე მაინც სულ ვაკვირდებოდი, გამყვებოდა თუ არა ეს შთაბეჭდილება ბოლომდე. არათუ გადაღებაზე, ფოტოების შერჩევაზეც კი გამყვა! არ ვიცი, გემოვნებაში დავემთხვიეთ მე, ელენე და ფოტოგრაფი თუ რა უხილავი ძალები გვეხვეოდა გარს იმ საღამოს, მაგრამ ყველა კადრზე - დიახ, იყოს - გვპასუხობდა.
ჰოდა, ჩემო ძვირფასო მკითხველო და ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივარო, როგორი ცოლი ჰყავს მამარდას? კარგი, ძლიერ კარგი", - წერს სოციალურ ქსელში ეკა ხოფერია, ჟურნალ "სითის" რედაქტორი. სულ ცოტა ხნის წინ ელენე ეპიტაშვილი სწორედ ამ ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა.
ელენე ეპიტაშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც გიორგი მამარდაშვილმა მას ერთი წლის წინ ხელი სთხოვა. ხელის თხოვნის ცერემონია მოკრძალებული და სადა იყო, თუმცა წყვილმა მაინც შეძლო საზოგადოების ალაპარაკება.
ელენე ეპიტაშვილი თავის პროფესიაში საჯაროდ გამოჩენამდეც წარმატებული იყო. ის მოდელია, უფრო ხშირად მონაწილეობას ფოტო- და ვიდეოგადაღებებში იღებს და მასთან არაერთი ცნობილი ბრენდიც თანამშრომლობს, მაგალითად, DISSH, MICAS, PEPPERMAYO, COMMENSE, L E X I, LÉ SALTY LABEL, OPTIMIST, More Beauty • მეტი სილამაზე, MARKS AND SPENCER, GEPHERINI და სხვ.
ელენე პიტაშვილი წლების მანძილზე თანამშრომლობდა სამოდელო სააგენტო IC Model Management-თან და მათ გვერდზე მშვენიერი მოდელის არაერთ კადრსაც შეხვდებით.
განსაკუთრებული იყო ელენეს გამოჩენა ქართველი მუსიკოსის, ნოდიკო ტატიშვილის კლიპში "სიყვარულის გემი".
ელენე ეპიტაშვილს რომ გიორგი მამარდაშვილის წარმატებაშიც მიუძღვის წვლილი, ამაზე ფეხბურთელმაც არაერთხელ ისაუბრა: "შეყვარებული ვარ... ელენე არის ჩემი აღმოჩენა. რთულ პერიოდში სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს.
სიყვარული ძალიან დიდი ძალაა. ზოგი ადამიანი სწორედ ამისთვის ცოცხლობს, რომ ვინმე უყვარდეს.
მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება, ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით. ხანდახან გავდივართ კიდეც", - ამბობდა გიორგი...გაგრძელება