რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე მალე მეორე შვილიშვილის ბებია-ბაბუა გახდებიან: მათი უფროსი ვაჟი, ნიკა არველაძე და მისი მეუღლე, ქეთი წიქვაძე ბიჭს ელოდებიან. ამის შესახებ ქეთის დედამ, მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ ისაუბრა:
"მალე მესამე შვილიშვილის ბებია გავხდები. 2 წლის წინ ქეთი ცოლად გაჰყვა ნიკა არველაძეს. ცნობილი ფეხბურთელის, რეზი არველაძისა და დიზაინერ თეონა თავართქილაძის უფროს ვაჟს. ახლა ქეთი ფეხმძიმედ არის. ოქტომბერში ბავშვს ველოდებით. მესამე ბიჭის ბებია გავხდები…“ - თქვა ნანა ლორთქიფანიძემ.
ვინ არის ქეთი წიქვაძე?
მსახიობი ქეთი წიქვაძე მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ის ჩიკას მეგობრის, ლეკას როლს ასრულებდა. ქეთი ხელოვანი ადამიანების ოჯახში გაიზარდა - ის ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილი და მსახიობი ნანა ლორთქიფანიძის შვილია.
"ჩემი ოჯახი ჩემი სიამაყეა. ბაბუ, ვიცი, რომ ძალიან მკაცრი იყო გადაღებებზე, თუმცა მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე სიმკაცრის გამო არავის სძულდა. პირიქით, მსახიობებს ის სწორედ ამის გამო უყვარდათ", - ამბობდა ქეთი.

ქეთი პროფესიით ტელე-კინო მენეჯერია და თეატრალური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. 2013 წლიდან აწარმოებს ქართულ ბრენდს "მაიკა". ეს არის პრემიუმ ხარისხის მაისურები. აპირებს, რომ ნელ-ნელა კიდევ უფრო გაფართოვდეს საქმიანობა და ახალი იდეები განახორციელოს. ერთი პერიოდი უნდოდა მსახიობი გამხდარიყო, მაგრამ დედა ეწინააღმდეგებოდა.ამიტომ განსხვავებული პროფესია აირჩია.
ქეთი 22 წლის ასაკში დაქორწინდა, თუმცა ოჯახი მალევე დაენგრა. მსახიობს ორი შვილი ჰყავს. მისი ყოფილი მეუღლის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. "ორი ბიჭი მყავს, შვილები ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან, ძალიან მოსწონთ ის ფაქტი, რომ ქუჩაში მცნობენ, ამით ამაყობენ", - ამბობდა ქეთი.
ვინ არის ნიკა არველაძე?
ნიკა არველაძე თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის უფროსი შვილია. მას ორი წლის წინ მსახიობ ქეთი წიქვაძეზე იქორწინა, თუმცა ამ ქორწინებამ უხმაუროდ ჩაიარა. 31 წლის ნიკა და 39 წლის ქეთი ახლა პირველ საერთო შვილს ელოდებიან. ამის შესახებ კი ცნობილი ქეთის დედის, ნანა ლორთქიფანიძის ინტერვიუდან გახდა.
ნიკას საჯაროდ გამოჩენა არ უყვარს, მის უმცროს ძმას, ვატოს კი საზოგადოება უფრო კარგად იცნობს. ვატომ სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა უმშვენიერეს მაკუნა ზედაშიძეზე. მათი შვილი, სოფია კი უკვე პოპულარული ბავშვია.
