"უდიდეს ძალას მაძლევს თქვენი სითბო. მადლობა მთელი გულით!" - ლელა მებურიშვილის ემოციური პოსტი - Marao

"უდიდეს ძალას მაძლევს თქვენი სითბო. მადლობა მთელი გულით!" - ლელა მებურიშვილის ემოციური პოსტი

2025-04-28 08:38:52+04:00

"ძალიან დიდი მადლობა ყველას ამდენი თბილი სიტყვისთვის. გულწრფელად ვამბობ — ყველა მესიჯი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველდღიურად იმდენ თბილ შეტყობინებას ვიღებ მაპატიეთ, თუ ვერ ვახერხებ ყველას პირადად გიპასუხოთ, მაგრამ გეფიცებით, თითოეული სიტყვა წავიკითხე და გულში ჩავიკარი. მადლობა, მადლობა, მადლობა!

ასევე დიდი მადლობა ყველას, ვინც მიგზავნით ვიდეოებს ჩემი ძველი ნამუშევრებიდან, ძალიან მიხარია, რომ ისევ გიყვართ და მოგწონთ ისინი. დღეს კიდევ რამდენიმე ადამიანმა გამაჩერა აეროპორტში და მომიყვა უსაყვარლესი ისტორიები. მე გადავწყვიტე ავარჩიო რამდენიმე თქვენი გამოგზავნილი ტიკტოკის და იუთუბის ვიდეოებიდან და გავუზიარო სხვებსაც ჩემს ინსტაგრამზე ასე რომ გამომიგზავნეთ კიდევ მეტი.

უდიდეს ძალას მაძლევს თქვენი სითბო. მადლობა მთელი გულით!" - წერს ლელა მებურიშვილი "ინსტაგრამზე" და ვიდეოს აქვეყნებს:

  • სიახლე ლელა მებურიშვილის კარიერაში და მორიგი წარმატება: რას წერს The Reflection Film ქართველი მსახიობის შესახებ 

ლელა მებურიშვილი

ლელას მე­უღ­ლე ბაჩო სა­გა­ნე­ლი­ძე ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩ სო­ფიო ქა­ცა­რა­ვას ერთ-ერთი მო­ად­გი­ლეა, ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ლე­ლას ხში­რად უწევს დას­წრე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, რაც ბრი­ტა­ნეთ­ში ყო­ველ­თვის მა­ღალ დო­ნე­ზე ტარ­დე­ბა. 

  • 40+ ყველაზე მოდური ქალები საქართველოში: ისინი ამტკიცებენ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია 

ლელა ახლა შვილებთან და მეუღლესთან ერთად ბრიტანეთში ცხოვრობს და იქ საქმიანობს. დროდადრო კი სამშობლოსაც სტუმრობს და ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი საქართველოში ჩამოსასვლელად მისი მშობლები არიან: საქართველოში, პირველ რიგში, ოჯახის – მშობლების და ძმების მონატრებით ჩამოვდივარ, რადგან ძალიან არ მინდა, მშობლებს, რომლებიც უკვე ასაკში არიან, ჩემი არყოფნით გული დავწყვიტო. ამასთანავე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლევან წულაძე ყოველთვის მაძლევს მის სპექტაკლებში მონაწილეობის საშუალებას.

  • რა ღირს უმშვენიერესი კაბა და როგორი იყო საღამო: ლელა მებურიშვილი ბუკინგემის სასახლეში მეფესა და სამეფო ოჯახს შეხვდა 
  • ლელა მებურიშვილის სილამაზის საიდუმლოები: "ბედნიერებაა, როცა იღებ შენს თავს ისეთს, როგორიც ხარ, ყველა ნაკლით და ნაოჭით..." 

„ზამ­თარ­ში ჩა­მო­ვე­დით და ცოტა გაგ­ვი­ჭირ­და, მაგ­რამ გა­ზა­ფხუ­ლი და ზა­ფხუ­ლი მშვე­ნი­ე­რი გა­მოდ­გა, რაც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია ლონ­დო­ნის­თვის. ბავ­შვე­ბი კარ­გად გრძნო­ბენ თავს, უკვე ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავთ, სკო­ლა­საც მი­ეჩ­ვივ­ნენ. ბავ­შვე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მშობ­ლებ­თან ერ­თად იყ­ვნენ. ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ ისი­ნი თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­დნენ. ყვე­ლა­ზე დიდი სირ­თუ­ლე უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შორს ყოფ­ნაა."