გოგიჩა 57...
იყო და არა იყო რაა... რა იქნებოდა ამ ქვეყნად სიკეთეზე უკეთესი, იყო, არის და იქნება ჩვენი გოგიჩა ...
აივიმ და ავამ იციან, როცა ღამდება და ცაზე ვარსკვლავი აციმციმდება გოგიჩა ბაბუა! როცა თენდება და ცა ფერადდება ღრუბლებით და მზის სხივებით, გოგიჩა ბაბუ სამყაროს გვიფერადებს, როცა ქუჩაში კეთილი ადამიანები გვხვდებიან გოგიჩა ბაბუ გვიგზავნის!
მაგრამ აივი მაინც კითხულობს დაჟინებით: ,, გოგიჩა ბაბუ რატომ არ დაგველოდა, რატომ გადაწყვიტა იყოს ვარსკვლავი... ... ანათე გოგიჩა ბაბუ, ჩვენ ყველგან გვწვდები, გვათბობ, ყველა ნაბიჯზე შენი სიყვარულით გვხვდები! იყო და არა იყო რა, იყო მზესავით ბიჭი გოგიჩა და გადაწყვიტა ვარსკვლავი გამხდარიყო..." - წერს ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში.
გიორგი გოგიჩაიშვილი
გიორგი გოგიჩაიშვილი 1968 წლის 28 აპრილს თბილისში დაიბადა. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, იოსებ გოგიჩაიშვილის და რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნანა დათუნაშვილის ოჯახში. საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო სივრცეში, უმეტესწილად შემეცნებით-გასართობ პროექტებში მოღვაწეობით. სხვადასხვა დროს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია "იმედის", "რუსთავი 2"-ის და სხვა ტელერადიოკომპანიების თანამშრომელი. სხვადასხვა შოუს პარალელურად, რეგულარულად იყო ჩართული საბავშვო-საყმაწვილო სტუდია "ბასტი-ბუბუს" პროექტებში, როგორც სატელევიზიო სახე, ასევე, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი.
გიორგის მეუღლე ნათია ბანძელაძეს 2010-2012 წლებში პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. წყვილს ორი შვილი, ნანუკა და ნინი ჰყავს. ორივე მათგანი მოდელია, ნანუკა "ვიცე-მის საქართველო 2015"-ის, ნინი კი "მის-საქართველო 2018"-ის ტიტულის მფლობელია.
გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა, სიმსივნესთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ.
„სხვა განზომილებაში, სხვა ათვლაში, სხვა სიშორით და უფრო მეტი ერთად ყოფნით, უკვე 5 წელი ვართ. აქაც მასწავლი, როგორი ვიყო, როგორ არ დაგკარგო და როგორ გიგრძნო, როცა მჭირდები და მენატრები, როცა ძალიან მტკივა და ვიკარგები! საოცარი ბიჭი ხარ, იქიდანაც კი საოცარი … მაგრამ არ მომწონს ეს ჩვენი ახალი თამაში, უფერო, უხმო, ცივი… მადლობა იმ სიფერადისთვის, რაც მაჩუქე და ერთად მარადისობად ვაქციეთ…
უკვე ბევრი ვართ მე, ნანუკა, ნინი, აივი, ავა. და შენც სხვა ხარ უკვე, გოგიჩა ბაბუ, რომელიც სხვაგან, მაგრამ ჩვენთან ხარ... მიყვარხარ… მენატრება ჩვენი ამბები…“, – წერდა ადრე ნათია ბანძელაძე.