" ამ შედეგამდე მივედი ყველანაირი ოპერაციისა და წამლების გარეშე, 126 კილოდან" - ნანუკა გულუა - Marao

" ამ შედეგამდე მივედი ყველანაირი ოპერაციისა და წამლების გარეშე, 126 კილოდან" - ნანუკა გულუა

2025-04-28 10:34:26+04:00

"აქ ვარ 60 კგ, ყველაზე გამხდარი, რაც თავი მახსოვს... ამ შედეგამდე მივედი ყველანაირი ოპერაციისა და წამლების გარეშე, 126 კილოდან. ასე რომ, ამ გზას ისევ დავადგები, უკვე უფრო მარტივად, რადგან ერთხელ გავიარე. ყველას გთხოვთ, ნუ ღელავთ... ეს ერთადერთია რაც ვიცი. აუცილებლად დავუბრუნდები ჩემს სასურველ ნანუკას"- წერს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში. 

nanuka

  • "ერის მოღალატე", "ზუგდიდის სამარცხვინო მოქალაქე" - ორსული ქალისთვის, ეს ურთულესი იყო": ნანუკა გულუა ბულინგის შესახებ 

ნანუკა გულუა

ნანუკა გულუამ რჩეულზე, კახა კაშიაზე 2021 წელს იქორწინა. როგორც თავად ამბობდა, მათი ქორწინება მოულოდნელად გადაწყდა და ამაში დიდი წვლილი ოჯახის წევრებსაც ეკუთვნით. 

  • "ჩემი ბედნიერება" - ნანუკა გულუა ოჯახურ კადრებს გვიზიარებს 

ნანუკასა და კახას ორი შვილი, ნინა და ირაკლი ჰყავთ, ხოლო მესამე შვილს ახლა ელოდებიან. ნანუკა თავად ხშირად აღნიშნავს, რომ მის ასაკში დედობა კიდევ უფრო განსაკუთრებული გრძნობაა. მისი თქმით, ორი შვილის ყოლა გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა მზადაა, რამდენი შანსიც მიეცემა, იმდენჯერ გახდეს დედა. მსახიობი ცოტა ხნის წინ ხუმრობდა კიდეც, რომ მოსწონს, როცა ორსულობის დროს მასზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და მეოთხე შვილის ყოლაზეც დაფიქრდება. 

  • რატომ მოექცა ნანუკა გულუა კრიტიკის ქვეშ და როგორ უმკლავდება ნეგატიურ კომენტარებს: "ჭორებს ძალიან განვიცდი, ღამით ვერ ვიძინებ" 

„იმედია, ქვის სროლას არ დავიწყებ. ამის გარანტიასაც ვერ ვიძლევი. პირველი მშობიარობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი მქონდა იდეალური. არაფერზე მინერვიულია და ემოციებს ზედმეტად არ ავყოლივარ. მეორე ორსულობაც იდეალური იყო. ორსულობის შემდგომი დეპრესია ორ თუ სამ კვირას გაგრძელდა. რომელმაც ჩემ ფსიქიკას დიდი დაღი დაასვა. რაც ყველაზე უცნაურია, ორსულობის პერიოდში ვმშვიდდები, ემოციურადაც უფრო კარგად ვარ.“ – ამბობს ნანუკა გულუა.

  • "მე ვარ ხანდაზმული მშობელი, შესაბამისად, ხუთოსნურად ვეკიდები ბავშვის აღზრდას" - ნანუკა გულუა 

როგორც ცნობილია, დაოჯახებამდე ნანუკა გულუა წლების მანძილზე ებრძოდა ჭარბ წონას. ის 126 კილოს იწონიდა და სხვადასხვა დიეტის წყალობით 65 კილოგრამი დაიკლო. თუმცა, მისი თქმით, მისი ფავორიტი კეტო-დიეტაა, როცა არ შიმშილობ და ისე იკლებ წონაში.  ახლა, როცა ნანუკა მესამე შვილის მოლოდინშია, შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა თავად მაინც ფიქრობს, რომ მშობიარობის შემდეგ სასურველ წონას დაუბრუნდეს.