ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას ურთიერთობა დასრულდა, თუმცა ისინი შვილთან ერთად მილანში იმყოფებიან. ამჯერად ალექსანდრა ახალ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:





ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა
ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას ურთიერთობა დიდი ხნის მანძილზე უამრავ კითხვის ნიშანს აჩენდა. თავდაპირველად, ალექსანდრა აქტიურად საუბრობდა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა საყვარელი მამაკაცის ვინაობას არ ამხელდა. მოგვიანებით კი, როცა ცნობილი გახდა მისი და კოდუას რომანის შესახებ, იწერებოდა, რომ კოდუა ოფიციალურ ქორწინებაში ჯერ კიდევ იმყოფებოდა მეუღლესთან, ნათია გედევანიშვილთან.
გასულ წელს კოდუამ ნათია გედევანიშვილთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ევროპაში იმოგზაურა, კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, რასაც მისი დედის კომენტარიც მოჰყვა: "ოჯახი არასოდეს მიუტოვებია. ის ყოველთვის ყურადღებიანი მეუღლე იყო და ყურადღებიანი ახლაც არის. შვილებს ხომ გადაყოლილია. მე მაინტერესებს ჩემი ოჯახი, არ მაინტერესებს იმის გარეთ რა ხდება", - ამბობდა კოდუას დედა, ლაურა ღაჭავა.
ალექსანდრა პაიჭაძე
მოდელი, ფოტომოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი - ეს ალექსანდრა პაიჭაძის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და ღიად საუბრობს არაერთ საკითხზე, მათ შორის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, ქალების დამოუკიდებლობასა და გაძლიერებაზე და, ასევე, საკუთარ პირად ცხოვრებაზე.
„ლამაზზე მეტად, გამბედავს ვიტყოდი საკუთარ თავზე, იმიტომ, რომ ბევრად მეტი გავბედე, ვიდრე იმ სხვა ცნობილმა ქალებმა, ვისაც ამდენი წელია ვხედავთ ეკრანებზე, სცენაზე, ქუჩაში... მე გავბედე, ვიყო ის, ვინც ვარ; ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს, სტერეოტიპების, საზოგადოებისა და ხალხის აზრის მიუხედავად“, - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
ალექსანდრა პაიჭაძის ყოფილი ქმარი გიორგი ხატიაშვილი მოცეკვავისა და ტელეწამყვანის, ქეთევან ხატიაშვილის ბიძაშვილია. ალექსანდრას ვაჟი სწორედ გიორგისგან ჰყავს. წყვილი დიდი ხანია, რაც ერთმანეთს დაშორდა, მათ დაშორებასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი იყო, თუმცა ალექსანდრას თქმით, მათი დაშორება აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.