გამომცემლობა „პალიტრა L“-ი ახალი თაობის მკითხველისთვის თითქმის უცნობი რომანების გამოცემას აგრძელებს. 28 აპრილიდან, ლეო ქიაჩელის სამტომეულის მეორე ტომი, რომელშიც შესულია მწერლის ორი გამორჩეული რომანი: „გვადი ბიგვა“ და „მთის კაცი“, სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი.
ლეო ქიაჩელი ქართული პროზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია, რომლის ნაწარმოებები ღრმა ემოციით, რეალიზმითა და ეროვნული ხასიათის ზუსტი პორტრეტებით გამოირჩევა. მისი რომანები არა მხოლოდ ეპოქის სურათებია, არამედ ქართველ ხალხზე, მათ ბრძოლებზე, ტკივილზე და სიხარულზე დაწერილი ამბებია, რომელიც უაღრესად ადამიანური და დღემდე აქტუალურია.
მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, 28 აპრილიდან, მეორე ტომის შეძენა შესაძლებელი იქნება სპეციალურ ფასად, მხოლოდ 15 ლარად!
ქიაჩელის სამტომეულის მეორე ტომში თავმოყრილია ორი გამორჩეული რომანი:
- „გვადი ბიგვა“ - ლეო ქიაჩელის რომანი „გვადი ბიგვა“ ასახავს 30-იანი წლების ქართული სოფლის ცხოვრებას, სადაც აღწერილია რეაქციული ძალებისა და გლეხობის ინტერესების ჭიდილი, ახალი ადამიანის ფორმირების პროცესი და კოლექტიური შრომის უპირატესობა ინდივიდუალურთან შედარებით. ნაწარმოები გამოირჩევა გმირის ფსიქოლოგიის ცოდნითა და მხატვრული ოსტატობით, რაც განაპირობებს მის წარმატებას. 1941 წელს რომანმა სსრკ-ის სახელმწიფო პრემია მოიპოვა. რომანი ითარგმნა მრავალ ევროპულ ენაზე და ეკრანიზებულ იქნა გიორგი კახაბრიშვილის მიერ 1977 წელს, სადაც მთავარ როლს ეროსი მანჯგალაძე ასრულებს.
- „მთის კაცი“ - ლეო ქიაჩელის სოციალური რომანია, რომელიც სრულად ეძღვნება სამამულო ომის თემატიკას. ნაწარმოები დაიწერა მწერლის პირადი ტრაგედიის ფონზე, ყირიმში ვაჟის დაკარგვის შემდეგ, ქიაჩელმა მოგზაურობა დაიწყო ომის ფრონტზე და თბილისში დაბრუნებისთანავე შექმნა ეს ემოციურად ძლიერი ტექსტი. რომანი თარგმნილია მსოფლიოს 12 ენაზე და მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად ქართული სამხედრო პროზის ისტორია.წიგნის შეძენას შეძლებ ჩვენს ვებგვერდზე: https://www.palitral.ge/product/6062/tariel-golua-da-siskhli
აპლიკაციაში, „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში. დეტალებისთვის დაგვიკავშირდი ნომერზე: 032 2 47 00 45
R