გასწავლით როგორ მოიქცეთ, თუ აღდგომის შემდეგ ბევრი კვერცხი დაგიგროვდათ:
"კვერცხს ნაჭუჭი კარგად გააცალე, ცხიმიან ტაფაზე გადაიტანე და ყველა მხრიდან მობრაწე. შეწვის დროს მარილი და პილპილი დაუმატე. დაბრაწული კვერცხები ამოალაგე და იმავე ტაფაზე ხახვი და ნიორი მოთუშე. დაუმატე სოიოს და ჩილის სოუსები, ასევე ცოტა პაპრიკა და კვერცხები უკან დააბრუნე - ბოლოს კი თავისი სოუსთან ერთად თეფშზე გადაიტანე."
სააღდგომო კვერცხის ტრადიცია
ეს ტრადიცია მარიამ მაგდალინელთან არის დაკავშირებული. გადმოცემის თანახმად, მან გადაწყვიტა, ქრისტეს აღდგომის სასიხარულო ამბავი იმპერატორ ტიბერიუსისთვის ეცნობებინა. მმართველთან ძღვენის გარეშე მისვლა არ შეიძლებოდა, ამიტომაც ქალმა მას სიმბოლური საჩუქარი - ქათმის კვერცხი მიართვა და ახარა: ქრისტე აღდგა! მარიამ მაგდალინელის სიტყვებზე იმპერატორმა თქვა: „ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ამ თეთრი კვერცხების გაწითლება“. ტიბერიუსს სათქმელი დასრულებული არ ჰქონდა, კვერცხმა წითელი შეფერილობა მიიღო.
კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ქალი ქრისტეს ჯვარცმიდან სამი დღის შემდეგ მის საფლავთან მივიდა. მარიამ მაგდალინელს თან ჰქონდა მოხარშული კვერცხებით სავსე კალათა, რათა მაცხოვრის ჯვარცმის მგლოვიარე ქალები დაეპურებინა. როდესაც ის მივიდა საფლავთან, აკლდამა ღია და ცარიელი დახვდა, კალათაში არსებული კვერცხები კი გაწითლდა.
გარდა ამისა, ქრისტიანულ ტრადიციაში სააღდგომო კვერცხი ქრისტეს საფლავს განასახიერებს. მართალია, ის გარედან უსულოა, თუმცა ატარებს ახალ სიცოცხლეს, რომელიც მისგან იბადება. წითელი ფერი კი ჯვარცმული იესო ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.
ჯეჯილი
ბზობის კვირას მორწმუნეების ძველი ქრისტიანული ჩვეულების მიხედვით, ხორბალს თესენ. ამისთვის, ლანგარზე დებენ წყალში დასველებულ ბამბას და მასზე მუჭით მცირეოდენ ხორბალს მიმოფანტავენ. ხორბალი ღვივდება და იზრდება ჯეჯილი.
მწვანე ჯეჯილი სიმბოლოა ახალი ცხოვრებისა, რომელიც იესო ქრისტემ მოგვანიჭა თავისი აღდგომით.