მსახიობი და ინფლუენსერი თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ წერს: "როგორ გავაგრძელო უშენოდ სიცოცხლე?!როგორ გავუძლო უშენობას?! როგორ გავუძლო შენს მონატრებას?! აღარ მყავს ჩემი გიორგი".

თამუნა მდივანი
დრამისა და კინოს მსახიობს, თამუნა მდივანს, უკვე არაერთი წელია, რაც წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვს - ის მონაწილეობს რამდენიმე ქართულ სერიალში, გადაღებულია სარეკლამო კამპანიებსა და რგოლებში. მიუხედავად ამისა, თამუნა განსაკუთრებით ბევრმა ადამიანმა "ტიკტოკის" პლატფორმიდან გაიცნო.
კოვიდპანდემიის პერიოდში, როცა ჩვენი ცხოვრების რიტმი შენელდა, მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც, განსაკუთრებით გაიზარდა გასართობი პლატფორმა "ტიკტოკის" პოპულარობა. რთულ პერიოდში დროის გასაყვანად გადაღებულმა ვიდეოებმა თამუნას და მის ოჯახს დიდი პოპულარობა მოუტანა, რაც დღემდე გრძელდება - მასთან ერთად ხშირად ჩნდება მისი ქალიშვილი, მშვენიერი მარიამ მდივანიც. დედა-შვილი ყოველდღიური ვლოგებისა და თუ სახალისო მომენტების გარდა, გამომწერებს კულინარიულ კონტენტსა და რეცეპტებსაც სთავაზობენ. თავდაპირველად თამუნამ ვიდეოებს გადაღება სწრედ მარიამის რჩევით დაიწყო და დღეს მათ უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ.
ტრაგედია თამუნა მდივანის ოჯახში
თამუნა მდივანის უფროს ქალიშვილს, სალომე ქათამაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის მომღერალია და არაერთ პოპულარულ შოუსა თუ კონკურსშიც მონაწილეობდა. გოგონა განსაკუთრებული ხმით ახლა უკვე საზღვარგარეთ აგრძელებს ცხოვრებას.
მარიამი თამუნასთან ერთად ხშირად ჩნდება "ტიკტოკზე" - დედა-შვილის კულინარიულმა ტანდემმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. მარიამი ვიდეოებს დამოუკიდებლადაც აქვეყნებს და სოციალურ ქსელებში ათასობით გამომწერი ჰყავს.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა თამუნა მდივანის ვაჟის, გიორგის გარდაცვალების შესახებ. ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს და გარდაცვალების მიზეზებზე საუბრობს:
"არ არსებობს ამაზე მეტი ტკივილი რასაც სიკვდილი ჰქვია, არ არსებობს სანუგეშებელი სიტყვა, რომ მის დედას და მამას უთხრა,მეწვის მთელი სხეული სიმწრისგან გიო მდივანი. მართალია ცუდი ნათლია ვიყავი მაგრამ მისი ნათლია ვიყავი. ვერაფრით ვერ დავიტრაბახებ როგორც ნათლია გარდა იმისა, რომ სულ ჩემ შვილებთან ერთად ყველა ჩემ ნათლულებს ვიხსენიებ, უფალს მათთვის წყალობას ვთხოვ გიორგისთვის მეტს ვერაფერს ვაკეთებდი.
მე და თამუნა ერთად ვიყავით ორსულად ის გიოზე მე ბუბუზე ერთი დღე არ გადიოდა უერთმანეთოდ, მერე სულ ერთად ვასეირნებდით ვაკის პარკში , კუს ტბაზე, ერთ პედიატრთან დაგვყავდა, ერთ მენიუს უდგენდით ერთად ჩამოგვქონდა მათთვის 5 თვის რო იყვნენ შავი ხიზილალა ბაქოდან, კვების ექიმმა მათ მენიუში დაგვინიშნა სასარგებლოაო.ღმერთო შეხვედრამდე კარგო ბიჭო.
ამბობენ ნათლია და ნათლული იმიერში ერთმანეთს ხვდებიანო.როგორც შენი დედიკო გეუბნებოდა ყველა სახლიდან გასვლისას “ ღვთის მშობელს ებარებოდე”.
როგორც ოჯახის ახლობელი განმარტავს, რომ გარდაცვლილს ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.