გადაცემაში "გული მღერის" მომღერალი ეკა კვალიაშვილი ქალიშვილთან, ნუკა კვალიაშვილთან ერთად გამოჩნდა. დედა-შვილმა არაჩვეულებრივი დუეტი შეასრულა და საკუთარ ურთიერთობაზეც ისაუბრა:
"ნუკამ პირველი სიმღერა ორი წლის ასაკში შეასრულა - "ლალე, ლალე". ნუკას ეს არ ახსოვს. ერთ მშვენიერ დღეს მივედი პიანინოსთან, სიმღერის დაწერა მინდოდა. ნუკამ მითხრა - დედიკო, ერთად დავწეროთო. მერე ჩავწერეთ და კლიპიც გადავიღეთ" - ამბობს ეკა კვალიაშვილი.
ნუკა კვალიაშვილი
ნუკა კვალიაშვილი ცნობილი მომღერლის, ეკა კვალიაშვილის ქალიშვილია.
ეკა კვალიაშვილი სამჯერ იყო დაოჯახებული, მისი პირველი ქმარი თემო გვალია იყო. თემო და ეკა ბავშვობის მეგობრები იყვნენ და ოჯახიც საკმაოდ პატარა ასაკში შექმნეს. მათი ოჯახი მალე დაინგრა. ერთადერთი ქალიშვილი ეკას სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს. მამას შვილის აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია.
აღსანიშნავია, რომ ნუკამ ცოტა ხნის წინ გვარი შეიცვალა და დედის გვარზე გადავიდა. ამასთან დაკავშირებით მან ინტერვიუში ისაუბრა:
"მინდა, იმ ადამიანის გვარი ვატარო, ვინც ჩემზე იზრუნა, გამზარდა, მხარში მედგა, ჩემზე დიდი ამაგი აქვს, დღემდე სიგიჟემდე ვუყვარვარ და მეც მიყვარს. ეს ადამიანი ჩემი საყვარელი დედიკო გახლავთ... მამის შესახებ რა გითხრათ? რაც სათქმელი იყო, უკვე ვთქვი. ცოტა არ იყოს, მეცინებოდა, როცა ინტერვიუს შემდგომ კომენტარებს ვკითხულობდი და მამაჩემის მეგობრები პრეტენზიებს გამოთქვამდნენ და წერდნენ, - ის ხომ არაჩვეულებრივი ადამიანიაო! შეიძლება, არაჩვეულებრივი ადამიანი მეგობრებთან იყო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მას ჩემთვის ელემენტარული ყურადღებაც არ მოუქცევია. ამიტომ ერთი კომენტარიც ვერ ვნახე, სადაც ეწერებოდა: ნუკა, შენ ტყუი, შენ ხომ მან გაგზარდა და ამაგი აქვს შენზეო? პრინციპში, ამას ვერც იტყვიან და თუ მაინც დააპირებენ რაიმე მსგავსის თქმას, ყველას ვაფრთხილებ: - ისე ნუ მოიქცევიან, რომ შემდეგ სახალისო ფაქტები, რომელიც ჩემ მობილურ ტელეფონში ინახება, საზოგადოებას ვუჩვენო. ასე რომ, ჩემზე ტყუილის თქმას თავი დაანებონ. ცხოვრებაში ყველაზე მეტად ტყუილი მეზიზღება და არ ვიკადრებ, რომ ვიცრუო. ძალიან პირდაპირი ვარ და მოტყუება არც გამომდის..."