ჟურნალი VOGUE პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწინების იუბილეს აღნიშნავს:
"თოთხმეტი წლის წინ, უელსის პრინცი და პრინცესა ვესტმინსტერის სააბატოში დაქორწინდნენ, მთელი მსოფლიო მათ ადევნებდა თვალყურს. იმ დროს ეს ზღაპრის ფანტასტიკურ მომენტს ჰგავდა: ალექსანდრე მაკქუინის კაბა, გოტიკური ეკლესია, ეტლები, კოცნა ბუკინგემის სასახლის აივანზე".
ყველაფერი 2001 წელს, სენტ ჯეიმსის უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც ქეითი და უილიამი ერთად სწავლობდნენ. შეყვარებულები ცდილობდნენ ზედმეტად არ გაეხმაურებინათ თავიანთი რომანი. 2003 წელს, პაპარაცებმა ისინი ალპებში, სათხილამურო შვებულების დროს გადაიღეს და ფოტო მედიაში გავრცელდა.
2007 წელს, მედიაში გავრცელდა ჭორები მომავალი ნიშნობის შესახებ. მაგრამ თავად უილიამი არ ჩქარობდა. უფრო მეტიც, პრინცი რამდენჯერმე გამოიჭირეს ღამის კლუბებში წვეულებებზე, სხვა გოგოების გარემოცვაში. წყვილი მალე დაშორდა.
2010 წლის შემოდგომაზე, კენიაში მოგზაურობისას უილიამმა ქეითს ცოლობა სთხოვა და დედის, პრინცესა დიანას ბეჭედი აჩუქა. ხოლო, 16 ნოემბერს, ბუკინგემის სასახლემ ნიშნობა ოფიციალურად გამოაცხადა.
უილიამსა და კეთრინს სამი შვილი ჰყავთ: პრინცი ჯორჯ, პრინცესა შარლოტი და პრინცი ლუი.
უელსის პრინცესა, ქეით მიდლტონს 2024 წლის იანვარში ლონდონის კლინიკაში მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც პრინცესამ საავადმყოფოში 10-14 დღე გაატარა და შემდგომი მკურნალობა სახლში განაგრძო.
მარტში გავრცელებული ინფორმაციით, ქეით მიდლტონს სიმსივნე დაუდგინდა, რის გამოც მან ქიმიოთერაპიის კურსი დაიწყო. საჯარო გამოსვლისას პრინცესამ აღნიშნა, რომ მკურნალობის პროცესში იმყოფება და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
იანვარში ლონდონში ჩავიტარე მუცლის ღრუს სერიოზული ოპერაცია და იმ დროს ითვლებოდა, რომ ჩემი მდგომარეობა არ იყო სიმსივნური. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ოპერაციის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ კიბო მქონდა.
ამიტომ ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ მე უნდა გავიარო პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის კურსი და ახლა ვარ ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე. ეს, რა თქმა უნდა, დიდი შოკი იყო და მე და უილიამი ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ გადავიტანოთ ჩვენი ოჯახის გამო.
ალბათ, წარმოიდგინეთ, ამას დრო დასჭირდა, დრო დამჭირდა, რომ სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, დამეწყო მკურნალობა, მაგრამ რაც მთავარია, დრო დაგვჭირდა, რომ ჯორჯს, შარლოტას და ლუის ყველაფერი ავუხსნათ მათთვის შესაფერისი სახით და დავარწმუნოთ, რომ კარგად ვიქნები.
როგორც მათ ვუთხარი, მე კარგად ვარ და დღითი დღე ვძლიერდები იმ საკითხებზე ფოკუსირებით, რაც დამეხმარება გონების, სხეულისა და სულის განკურნებაში, უილიამის გვერდით ყოფნა ასევე კომფორტისა და სიმშვიდის დიდი წყაროა.
ალბათ, ხვდებით, რომ ახლა ჩვენი ოჯახისთვის დრო, სივრცე და კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანია, რადგან მთლიანად უნდა გადავერთო გამოჯანმრთელებაზე", - ამბობდა ქეითი მაშინ.
გასული წლის ზაფხულში ქეითი საზოგადოებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა და უიმბლდონზე გამოჩნდა. პრინცესას ხალხი დიდი სიხარულითა და ოვაციებით შეეგება. პრინცესა ახალ თავს კარგად გრძნობს.