"არ მიყვარს ზედმეტად დაყენებული ვარცხნილობა, მძიმე მაკიაჟი, ეპატაჟური ჩაცმულობა" - მაია ჯაბუა - Marao

"არ მიყვარს ზედმეტად დაყენებული ვარცხნილობა, მძიმე მაკიაჟი, ეპატაჟური ჩაცმულობა" - მაია ჯაბუა

2025-05-01 10:32:39+04:00

მომღერალი მაია ჯაბუა თავის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობს:

"მიყვარს ბუნებრიობა - გარეგნობაშიც და ურთიერთობაშიც. მიყვარს ადამიანი ისეთი, როგორიც არის. თავის მოვლა ბუნებრიობის მოფრთხილებას ნიშნავს. ბუნებრიობაში გაწეწილ თმას არ ვგულისხმობ, არც იმას, რომ კრემი არ უნდა წაისვათ. ძალიან მოვლილი უნდა იყოს ადამიანი. არ მიყვარს ზედმეტად დაყენებული ვარცხნილობა, მძიმე მაკიაჟი, ეპატაჟური ჩაცმულობა. ეს ჩემთვის დაბალი გემოვნებაა" - ამბობს მაია ჯაბუა. 

  • „საოცრად მზრუნველი და თბილი ადამიანია. საოცარი იუმორი აქვს და ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. ხომ იცით, ნათქვამია, ბედნიერებას სიჩუმე უყვარსო. ამიტომ მირჩევნია, ჩვენს ურთიერთობაზე არაფერი ვთქვა.

მაია ჯაბუა

მაია ჯაბუა სულ სამჯერ იყო დაქორწინებული - პირველი მეუღლე მსახიობი ლევან ბერიკაშვილი იყო. წყვილმა ერთად 6 წელი იცხოვრა. წყვის საერთო შვილი, თორნიკე ჰყავს. 

  • 90-იანი წლების ქართველი მომღერალი ქალები: TOP 10 სახე შოუბიზნესში 

ლევან ბერიკაშვილი სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. აფხაზეთის ომის დაწყებამდე ის და მაია ჯაბუა სოხუმში ცხოვრობდნენ. 

"ოჯახის დანგრევაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. თუკი ისე არ აეწყო ყველაფერი, როგორც ორივეს გვინდოდა და როგორც გვეგონა, იქნებოდა, მერე რა მოხდა?! როცა ხვდები, რომ ძალით ვეღარ შეაწებებ ურთიერთობას, უნდა დაშორდე. თან, ეს მანამდე უნდა მოახერხო, ვიდრე მტრად გადაეკიდები. ასეთ დროს ოჯახს კი არ ანგრევ, არამედ ნანგრევებში ცხოვრება აღარ გსურს.

  • "მზიურის ბავშვები“ - ეკა კახიანისა და მაია ჯაბუას ამბები წარსულიდან და მეგობრობა, რომელმაც დროს გაუძლო 

რაც შეეხება შვილს: არც ის უნდა აცხოვრო ნანგრევებში, მაგრამ ისე უნდა მოიქცე, რომ მამა არ შეაძულო. თორნიკე პატარა იყო, როცა ლევანს დავშოდრორდი. მოვახერხე, რომ იუმორით მიმეწოდებინა მისთვის ყველაფერი. ჰოდა, ამიტომაც არ იქცა ჩემი და ლევანის დაშორება თორნიკესთვის ტრაგედიად. მას მამასთან დღესაც მშვენიერი ურთიერთობა აქვს.“ - ამბობდა მაია ჯაბუა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მაია ჯაბუას მეორე მეუღლე აჩიკო ყენია იყო - -მომღერალს მეორე ქორწინებაში ლიზა ყენია შეეძინა. მესამე მეუღლე კი უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვახტანგ ქუთათელაძე იყო, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს. 

„საოცრად მზრუნველი და თბილი ადამიანია. საოცარი იუმორი აქვს და ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. ხომ იცით, ნათქვამია, ბედნიერებას სიჩუმე უყვარსო. ამიტომ მირჩევნია, ჩვენს ურთიერთობაზე არაფერი ვთქვა.