"პირველად ვაღიარებ, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს" - ნანუკა ჟორჟოლიანი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს - Marao

"პირველად ვაღიარებ, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს" - ნანუკა ჟორჟოლიანი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

2025-05-01 11:27:10+04:00

რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის სახ­ლში პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩხრე­კის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მი­ვიდ­ნენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა თა­ვად ნანუკამ გაავრცელა.

"აი, რა სარ­გებ­ლო­ბა მო­აქვს დი­ლის 7 სა­ათ­ზე გაღ­ვი­ძე­ბას. 9 სა­ა­თი არ იყო, რომ მო­ვიდ­ნენ.10 კა­ცია. ზოგი ფორ­მით, ზოგი - უფორ­მოთ, ჯერ სა­ბუ­თებს ავ­სე­ბენ. ჩხრე­კას მალე და­ი­წყე­ბენ. ამ სტა­ტუსს სხვა წერს ჩემი გაგ­ზავ­ნი­ლი მე­სი­ჯით.

 ტე­ლე­ფო­ნი ჩა­მო­მარ­თვეს. ად­ვო­კატს ვე­ლო­დე­ბი. უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, სა­ბას მო­ეს­წრო სკო­ლა­ში წას­ვლა. და­ნარ­ჩე­ნი, მე რომ ამით ვერ შე­მა­ში­ნე­ბენ, იცით... ცე­ცხლი ოლი­გარ­ქი­ას! ცე­ცხლი გა­ბი­ტაშ­ვილს და რუს მთავ­რო­ბას - დამ­ხო­ბა" - წერდა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

ნანუკა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კომენტარს ხშირად აკეთებს. ამჯერად დის ქალიშვილთან, მარიამ გეგუჩაძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს:

  • "ვინ მოიფიქრა ნეტა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი შეიძლება ბრძოლით დაამარცხო. არ გიცნობენ აშკარად" - მაია ასათიანი 

nanuka

  • "მქონდა ურთიერთობა, რომელმაც გამომიყვანა ყველაზე რთული პერიოდიდან" - ნანუკა ჟორჟოლიანი პირადი ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ 

ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ამპლუაში საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო. 1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში. 2009 წლიდან 2019 წლამდე ჰქონდა საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, რომელიც 2009-2012 წლებში "იმედზე", ხოლო 2013-2019 წლებში "რუსთავი 2"-ზე გადიოდა. 2019 წლიდან გადავიდა „მთავარ არხზე“, სადაც მიჰყავს გადაცემა „სხვა ნანუკა“.

  • ნანუკა ჟორჟოლიანის საოცარი ტრანსფორმაცია, პირადი და ოჯახური ამბები: როგორ შეიცვალა ცნობილი ტელეწამყვანი ბოლო წლებში 

პირველ ქორწინებაში ნანუკას ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე შეეძინა. 

საბა ნანუკა ჟორჟოლიანის უმცროსი შვილია, რომელიც მას ერეკლე კოდუასთან ქორწინებაში შეეძინა. ერეკლე და ნანუკა რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ერეკლე საცხოვრებლად უცხოეთში წავიდა და იქ უკრაინელ კატალინა დიდაზე იქორწინა, დაშორება ნანუკასთვის რთული აღმოჩნდა, რაზეც ტელეწამყვანმა საჯაროდ არაერთხელ ისაუბრა. განქორწინებას თან ახლდა არაერთი ხმაურიანი ამბავი და კონფლიქტი კოდუას ახალ და ყოფილ მეუღლეებს შორის, თუმცა ნანუკა ჟორჟოლიანმა დეპრესიისა და რთული დღეების უკან მოტოვება შეძლო და დღეს არაჩვეულებრივ ფორმაშია, აქტიურად აგრძელებს მუშაობას და სამოტივაციო წერილებს სხვა ქალებისთვის ხშირად აქვეყნებს.  

  • „ერთად გავიზარდეთ და დღეს, შენ ხარ ჩემი მაგალითი" - ნანუკა ჟორჟოლიანი შვილს დაბადების დღეს ულოცავს