New York Times-ის, USA Todays-ს, Wall Street Journal-ის, Publisher Weekly-სა და Amazon Charts-ის ბესტსელერი რომანი, რომელიც გამოსვლის დღიდან არ კარგავს პოპულარობას და რომლის 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარი მკითხველთა თაროებს უკვე ამშვენებს.
2025 წლის 25 დეკემბერს კი Lionsgate რომანის პრემიერასაც შემოგვთავაზებს, სადაც არა ერთი ჩვენთვის ნაცნობი ჰოლივუდის ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას.

მაკფადენის ოსტატური თხრობა გვიხატავს სამყაროს, სადაც არავინაა ისეთი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.
„მოახლე" ბესტსელერი გახდა არა მხოლოდ სიუჟეტური მოულოდნელობების, არამედ იმ სოციალური კონტრასტების გამოკვეთის გამო, რომლებიც ორ სოციალურ ფენას შორის არსებობს.
ამიტომაც, თუკი კითხვისას თავსატეხების ამოხსნა თქვენი ჰობია და ეძებთ რომანს, რომელიც თქვენს გონებას მოდუნების საშუალებას არ მისცემს, „მოახლემ“ აუცილებლად უნდა დაიკავოს ადგილი თქვენს თაროზე.
- ვინ არიან ნინა და ენდრიუ ვინჩესტერები?
- საიდან მოდის ყოველ ღამით ეს შემაძრწუნებელი ხმები?
- რატომ მაინც და მაინც ოთახი სხვენში?
ბევრი სკეპტიკოსი მოგვედავება, თუ ვიტყვით, რომ ცხოვრება ერთ წუთში შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ სწორედ ეს არა გამოცადა მილიმ, როდესაც მოახლედ დაიწყო მუშაობა ვინჩესტერების უზარმაზარ სახლში? თითქოს ბედმა გაუღიმა - ეს ხომ სამსახურიც გახლდათ და საცხოვრებელიც, გამოსავალი მისი უსასრულო პრობლემებისა. თუმცა, ელეგანტური ფასადის მიღმა შეიძლება შემზარავი საიდუმლოებები იმალებოდეს.
„მოახლე" - ერთი შეხედვით უბრალო ისტორიაა ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ყველაფრის თავიდან დაწყებას ცდილობს. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც აღმოაჩენს, რომ ნინა ვინჩესტერის იდეალური ცხოვრება მხოლოდ კარგად შექმნილი ილუზიაა. მასთან ერთად მკითხველიც თანდათან ხვდება - ამ სახლში მოსამსახურედ ყოფნა შესაძლოა ფატალური შედეგების მომტანი იყოს.
და მაინც..რამდენად კარგად იცნობთ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე თქვენს ირგვლივ არიან?
R