ცნობილ მსახიობს და "ინფლუენსერს", თამუნა მდივანს რამდენიმე დღის წინ ვაჟი - გიორგი მდივანი გარდაეცვალა. ამჯერად თამუნა სოციალურ ქსელში მის ვიდეოს აქვეყნებს.

ტრაგედია თამუნა მდივანის ოჯახში
“როგორ გავაგრძელო უშენოდ სიცოცხლე?! როგორ გავუძლო უშენობას?! როგორ გავუძლო შენს მონატრებას?! აღარ მყავს ჩემი გიორგი” – შვილის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია გუშინ მსახიობმა და ინფლუენსერმა თამუნა მდივანმა გაავრცელა.
ბედური შემთხვევის შესახებ საკუთარ გვერდზე გარდაცვლილის დამ, ასევე ინფლუენსერმა მარიამ მდივანმაც დაწერა: „გიო, დავრჩი ნახევარი, ჩემო სისხლო და ხორცო. ღამე არ გავა, გიო, გულში რომ არ მყავდე ასე ჩაკრული, ჩემო კეთილო დათვო. მარადიული ხარ, გიო, ყველგან შენ ხარ ყოველთვის“.
როგორც ოჯახის ახლობლები განმარტავენ, ახალგაზრდა ბიჭს ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.
თამუნა მდივანის უფროს ქალიშვილს, სალომე ქათამაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის მომღერალია და არაერთ პოპულარულ შოუსა თუ კონკურსშიც მონაწილეობდა. გოგონა განსაკუთრებული ხმით ახლა უკვე საზღვარგარეთ აგრძელებს ცხოვრებას.
მარიამი თამუნასთან ერთად ხშირად ჩნდება "ტიკტოკზე" - დედა-შვილის კულინარიულმა ტანდემმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. მარიამი ვიდეოებს დამოუკიდებლადაც აქვეყნებს და სოციალურ ქსელებში ათასობით გამომწერი ჰყავს.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა თამუნა მდივანის ვაჟის, გიორგის გარდაცვალების შესახებ. ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს და გარდაცვალების მიზეზებზე საუბრობს:
"არ არსებობს ამაზე მეტი ტკივილი რასაც სიკვდილი ჰქვია, არ არსებობს სანუგეშებელი სიტყვა, რომ მის დედას და მამას უთხრა,მეწვის მთელი სხეული სიმწრისგან გიო მდივანი. მართალია ცუდი ნათლია ვიყავი მაგრამ მისი ნათლია ვიყავი. ვერაფრით ვერ დავიტრაბახებ როგორც ნათლია გარდა იმისა, რომ სულ ჩემ შვილებთან ერთად ყველა ჩემ ნათლულებს ვიხსენიებ, უფალს მათთვის წყალობას ვთხოვ გიორგისთვის მეტს ვერაფერს ვაკეთებდი.
მე და თამუნა ერთად ვიყავით ორსულად ის გიოზე მე ბუბუზე ერთი დღე არ გადიოდა უერთმანეთოდ, მერე სულ ერთად ვასეირნებდით ვაკის პარკში , კუს ტბაზე, ერთ პედიატრთან დაგვყავდა, ერთ მენიუს უდგენდით ერთად ჩამოგვქონდა მათთვის 5 თვის რო იყვნენ შავი ხიზილალა ბაქოდან, კვების ექიმმა მათ მენიუში დაგვინიშნა სასარგებლოაო.ღმერთო შეხვედრამდე კარგო ბიჭო.
ამბობენ ნათლია და ნათლული იმიერში ერთმანეთს ხვდებიანო.როგორც შენი დედიკო გეუბნებოდა ყველა სახლიდან გასვლისას “ ღვთის მშობელს ებარებოდე”.